ამ უკანასკნელმა ყაზახი ეკატერინა კლიუევა ჩამოიშორა გზიდან - 4:6, 7:5, 6:4. პირველი გამარჯვება იზეიმა სოფიო ქვაცაბაიამაც, ოღონდ - წყვილებში. მასპინძელ ესენ კოკჩესთან შეამხანაგებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში ისე სძლია შვეიცარიელ კიმ იანა ჰაუსლერსა და ავსტრიელ ტინა შიეხტლის, რომ გეიმიც არ დაუთმია - 6:0, 6:0.
* * *
ტალინში, ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იან ტურნირზე სოფიო შაფათავა ვერას გახდა "უაილდ ქარდით" მიწვეულ ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან - პაექრობა სამ სეტში დათმო - 6:3, 5:7,5:7. წყვილებში შაფათავა და სლოვენიელი მაშა ზეკ-პესკირიჩი ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან და სტარტზე "უაილდ ქარდის" მქონე ესტონელებს - ელისა მაი კოონიკსა და იანა კუზოვკოვას ხვდებიან.
* * *
წუხელ, გვიან ღამით ითამაშა მიდლენდის (აშშ) 100.000-იან ტურნირში ანა ტატიშვილმა. პირველ წრეში მისი მეტოქე იყო ამერიკელი ტეილორ თაუსენდი. თბილისელი და 17 წლის ჩიკაგოელი წლეულს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს დეიტონა ბიჩის 25.000-იან ტურნირზე და ის ორთაბრძოლა ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა - 7:5, 6:1.
ამერიკაში რანჩო სანტა ფეს 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში თამაშობდა თამარ ჭალაგანიძე. ქართველი ჩოგბურთელი მე-2 წრეში ამერიკელ ჯესიკა ფაილასთან 3:6, 4:6 დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"