ანა ტატიშვილმა წყვილებში მიდლენდის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
მიდლენდში (აშშ) დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი).

წყვილთა პაექრობაში თბილისელი ანა ტატიშვილი, ამერიკელ ჰიტა ვატსონთან ერთად, მე-4 ნომრად იყო განთესილი (საგულისხმოა, რომ ერთეულებში ჩვენებური სწორედ მეწყვილესთან დამარცხდა).

პირველ წრეში მათ ასია მუჰამადი და ტეილორ თაუსენდი (ორივე - აშშ) დაამარცხეს - 6:4, 7:5, შემდეგ ლიკა დეკმეიერი (ლატვია) და ნიკოლა ფრანკოვა (ჩეხეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 5:7, 10:6, ნახევარფინალში ნიკოლ მელიჩარსა და ნატალი პლუშკოვას (ორივე - აშშ) აჯობეს - 6:1, 6:4 და ფინალში მე-2 ნომრად განთესილ შარონ ფიგმანსა
(კანადა) და მარია სანჩესს (აშშ) დაუპირისპირდნენ.

პირველი სეტი ანამ და ჰიტამ 7:5 მოიგეს, მეორე ხელი ასეთივე ანგარიშით დათმეს, ტაი-ბრეიკებში კი 10:6 გაიმარჯვეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ ანას მეწყვილე ვატსონმა ერთეულთა ასპარეზობაშიც მიაღწია წარმატებას - გადამწყვეტ პაექრობაში რუს კსენია პერვაკს აჯობა - 6:4, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული