განახლებული რეიტინგები და ახალი საშეჯიბრო მარშრუტები

AutoSharing Option
გასულ კვირას ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში წარმატებით იასპარეზა ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ვაჟთა 75.000-იანი საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. იქ მოპოვებული ქულებით თბილისელი ჩოგბურთელი განახლებულ რეიტინგში 66 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 145 ქულით 312-ე ადგილზეა.

312 (378). ნიკოლოზ ბასილაშვილი (145 ქულა), 941 (1086). ალექსანდრე მეტრეველი (13), 1439 (1439). გიორგი ჯავახიშვილი (4), 1648 (1646). გიორგი ცივაძე (2), 2105 (2103). მიხეილ ხმიადაშვილი (1).

ბასილაშვილი ახლა საფრანგეთის ქალაქ შერბურში იმყოფება და 64-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული. სტარტზე იგი იტალიელ ფავიო ჩიპოლას დაუპირისპირდება.

ყაზახეთის 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირის
პირველ წრეში ალექსანდრე მეტრეველი ვიტალი კაჩანოვსკის (რუსეთი), ხოლო გიორგი ჯავახიშვილი ედუარდო ერიომინს (იტალია) შეხვდება.

წყვილებში მეტრეველი დენის ევსეევთან (ყაზახეთი) ერთად 24 თებერვალს მეოთხედფინალში გავიდა უზბეკების - ოდილ აკრამოვისა და ისკანდერ დაუტოვის ძლევით - 6:0, 7:5. მომდევნო შეხვედრას მე-3 ნომერ იტალიელებთან - მატეო დონატისა და ედუარდო ერიომინთან გამართავს. ჯავახიშვილი კი შონიგნატიო შოფაიზიევთან (უზბეკეთი) ერთად კირილ დმიტრიევისა (რუსეთი) და ტიმურ ხაბიბულინის (უზბეკეთი) დუეტთან დამარცხდა - 4:6, 7:6, 6:10.

ქალების კლასიფიკაციაში (WTA) ჩვენებურთა პოზიციები ასეთია: 114 (114). ანა ტატიშვილი (554), 207 (206). სოფიო შაფათავა (288), 313 (314). ოქსანა კალაშნიკოვა (149), 400 (404). ეკატერინე გორგოძე (101), 453 (451). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი (81), 763 (805). სოფიო ქვაცაბაია (25), 1186 (1186). მარიამ ბოლქვაძე (5), 1236 (1236). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 50 (49). კალაშნიკოვა (1677), 75 (74). ტატიშვილი (1175), 165 (167). შაფათავა (415), 457 (448). გორგოძე (103), 467 (545). ქვაცაბაია (72), 772 (773). ჩახნაშვილი-რანცინგერი (33), 1252 (1266). ჭალაგანიძე (5), 1300 (1297). ბოლქვაძე (3).

მექსიკაში აკაპულკოს ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) კვალიფიკაციის სტარტზე დამარცხდა ანა ტატიშვილი, თუმცა იგი წყვილებში იასპარეზებს ამერიკელ ირინა ფალკონისთან ერთად და პოლონურ-უკრაინულ დუეტს (კლაუდია იანს-იგნაჩიკი, მარინა ზანევსკა) შეხვდება.

აკაპულკოში ოქსანა კალაშნიკოვა და ფრანგი კაროლინ გარსია მე-4 ნომრად არიან და გზიდან ფრანგი სტეფანი ფორეც გაკონისა და ჩეხი ევა ჰრდინოვას ჩამოშორებას შეეცდებიან.

იტალიური ბეინასკოს 25.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს მე-8 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა. პირველ წრეში იგი უნგრელ რეკა-ლუკა იანის გამოცდის. წყვილებში მე-2 ნომერ შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას მეტოქეობას შვეიცარიელი ლისა საბინოს და გერმანელი ენ შაეფერის ტანდემი გაუწევს. ამ შეჯიბრების კვალიფიკაციის პირველ წრეში მაკა ჩახნაშვილმა მასპინძელ ანა ტურკოს აჯობა - 6:2, 6:2, მეორეში კი სერბ მილანა სპრემოსთან დამარცხდა - 3:6, 6:0, 2:6.

ანტალიის 10.000-იანი ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში მე-3 ნომერი ეკატერინე გორგოძე ტიასა სრიმპფს (სლოვენია) შეხვდება, სოფიო ქვაცაბაია კი რუს კსენია დმიტრიევასთან გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში ერთმანეთთან შეამხანაგებულ ქართველებს განთესვით მე-2 ნომერი აქვთ. სტარტზე ისინი კრისტინა ადამესკუსა (რუმინეთი) და ჟასმინ ლადურნერს (იტალია) გამოცდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული