მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ისევ ბორის ბეკერი გაწვრთნის

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი ამჟამინდელი მწვრთნელის, ლეგენდარული გერმანელის, ბორის ბეკერის შენარჩუნება გადაწყვიტა. როგორც გამოცემა "ბილდი" იტყობინება, ნოვაკმა გაახანგრძლივა კონტრაქტი ბეკერთან.

"გასული სეზონი წარმატებული გამოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები ნოვაკის გუნდის წევრად და ვაგრძელებ მუშაობას ტურში. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გადავწყვიტეთ, ჩვენი ურთიერთობა წერილობით გავამყაროთ, თუმცა, ჩვეულებრივ, ხელის ჩამორთმევაც საკმარისია", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ მოვლენას ბეკერმა.

ასევე გადაწყვიტა თანამშრომლობის გაგრძელება თავის ამჟამინდელ მწვრთნელთან ბრიტანელმა ენდი მარეიმ. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ფრანგმა ამელი მორესმომ ამ პოსტზე ამერიკელი ივან ლენდლი
შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც ენდი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და "დიდი სლემის" ტურნირებზე ორი ფინალი მოიგო.

თავდაპირველად ფრანგისა და ბრიტანელის თანამშრომლობას შედეგი არ მოჰქონდა, თუმცა სეზონის ბოლოს ვენისა და ვალენსიას ტურნირების მოგებამ დაარწმუნა მარეი, რომ ღირს მომავალ წელს ამელისთან მუშაობა.

"როცა თანამშრომლობას იწყებ ახალ მწვრთნელთან, გარკვეული დროა საჭირო შედეგების მისაღწევად. ეს ერთ კვირაში არ მოხდება. იმედია, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება", - განაცხადა მარეიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული