ორივემ ორ სეტში დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე, შესაბამისად, მილოშ რაონიჩი და ენდი მარეი. შესაბამისად, ამ მატჩში გამარჯვებული თითქმის ინაღდებდა ნახევარფინალის საგზურს.
საინტერესოა, რომ ფედერერს ყოველთვის უჭირდა იაპონელთან თამაში. ისინი მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ანგარიში თანაბარი იყო - 2:2.
თუმცა გუშინ კორტზე დიდი ბრძოლა არ ყოფილა. ფედერერს საათი და ცხრა წუთი გასჭირდა ჯგუფში მეორე თამაშის
გვიან ღამით იმართებოდა შეხვედრა მილოშ რაონიჩსა და ენდი მარეის შორის. თუ ამ წყვილში კანადელი შეძლებდა ბრიტანელის დამარცხებას, როჯერი ვადაზე ადრე ხვდებოდა ნახევარფინალში. ის ასევე მოხვდებოდა ოთხ საუკეთესოს შორის, თუ მარეი სამ სეტში მოუგებდა რაონიჩს. ეს მე-12 ნახევარფინალი იქნება ფედერერისთვის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რითაც ის გაუთანაბრდება რეკორდსმენ ივან ლენდლს.
ბოლოს ისიც აღვნიშნოთ, რომ გუშინ ფედერერმა სეზონში 70-ე მატჩი მოიგო. წელს შვეიცარიელს ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"