სოფიო შაფათავა მინსკის ტურნირის წყვილთა ფინალშია

AutoSharing Option
მინსკში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის წყვილთა თანრიგში შესანიშნავად ასპარეზობს რუს ოლგა დოროშინასთან ერთად მესამე ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა.

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, 13 ნოემბერს ქართულ-რუსულმა დუეტმა სამ სეტში ანა შკუდუნისა (უკრაინა) და რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი) ტანდემს აჯობა - 6:4, 6:7, 10:8 და ფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეორე ნომრებს - ილონა კრემენსა და ლიძია მაროზავას (ორივე - ბელორუსი) დაუპირისპირდება. სლავებმა გუშინ გზიდან თურქები - პემრა ოზგენი და იპეკ სოილუ ჩამოიშორეს - 6:4, 6:1.

შარმ ელ
შეიხის (ეგვიპტე) ქალთა 25.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე - იგი მეხუთუ ნომრად განთესილ პოლინა ვინოგრადოვასთან (რუსეთი) დამარცხდა - 3:6, 2:6.

როგორც გაუწყეთ, წყვილებში იგი სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად სტარტზევე დანებდა მეტოქეებს.

ანტალიაში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) 13 ნოემბერს ორჯერ მოსინჯა კორტები მე-8 ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა.

ერთეულთა თანრიგში მან დენის მილოკოსტოვი (უკრაინა) დაჯაბნა - 6:4, 6:4 და მეოთხედფინალში ფრანიო რაშპუდიჩის (ხორვატია) მძლეველ (7:6, 7:6) მე-4 ნომერ უკრაინელს - ვლადისლავ მანაფოვს დაუპირისპირდება.

დანარჩენი მეოთხედფინალისტები ასე დაწყვილდნენ: კევინ კრავიეცი (გერმანია)-დმიტრი პოპკო (ყაზახეთი), სანიარ ფაიზიევი (უზბეკეთი)-მაქსიმილიან მარტერერი (გერმანია), ვასილე ანტონესკუ (რუმინეთი)-იანის სემრაიჩი (სლოვენია).

წყვილებში მეტრეველი და გლებ ალექსენეკო (უკრაინა) მეოთხედფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტებს - მარატ დევიატიაროვსა და ვლადისლავ მანაფოვს (ორივე - უკრაინა) დანებდნენ - 1:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული