ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, 13 ნოემბერს ქართულ-რუსულმა დუეტმა სამ სეტში ანა შკუდუნისა (უკრაინა) და რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი) ტანდემს აჯობა - 6:4, 6:7, 10:8 და ფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეორე ნომრებს - ილონა კრემენსა და ლიძია მაროზავას (ორივე - ბელორუსი) დაუპირისპირდება. სლავებმა გუშინ გზიდან თურქები - პემრა ოზგენი და იპეკ სოილუ ჩამოიშორეს - 6:4, 6:1.
შარმ ელ
როგორც გაუწყეთ, წყვილებში იგი სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად სტარტზევე დანებდა მეტოქეებს.
ანტალიაში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) 13 ნოემბერს ორჯერ მოსინჯა კორტები მე-8 ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა.
ერთეულთა თანრიგში მან დენის მილოკოსტოვი (უკრაინა) დაჯაბნა - 6:4, 6:4 და მეოთხედფინალში ფრანიო რაშპუდიჩის (ხორვატია) მძლეველ (7:6, 7:6) მე-4 ნომერ უკრაინელს - ვლადისლავ მანაფოვს დაუპირისპირდება.
დანარჩენი მეოთხედფინალისტები ასე დაწყვილდნენ: კევინ კრავიეცი (გერმანია)-დმიტრი პოპკო (ყაზახეთი), სანიარ ფაიზიევი (უზბეკეთი)-მაქსიმილიან მარტერერი (გერმანია), ვასილე ანტონესკუ (რუმინეთი)-იანის სემრაიჩი (სლოვენია).
წყვილებში მეტრეველი და გლებ ალექსენეკო (უკრაინა) მეოთხედფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტებს - მარატ დევიატიაროვსა და ვლადისლავ მანაფოვს (ორივე - უკრაინა) დანებდნენ - 1:6, 4:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"