ამერიკამ ტალანტი დაკარგა - 20 წლის ჩოგბურთელი ძვლის კიბოთი გარდაიცვალა

AutoSharing Option
გარდაიცვალა ნიჭიერი ამერიკელი ჩოგბურთელი, 20 წლის შონ კარლი, რომელმაც წააგო ბრძოლა უმძიმეს ავადმყოფობასთან.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ბიჭს საშინელი და იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს - იუინგის სარკომა, მეორენაირად - ძვლის კიბო.

17 ნოემბერს სოციალურ ქსელში ჩოგბურთელის ოჯახისგან გახდა ცნობილი, რომ სპორტსმენის ორგანიზმმა ვერ გაუძლო ავადმყოფობას.

2010 წელს კარლი აშშ-ის პირველი ჩოგანი გახდა 16 წლამდე ჩოგბურთელებს შორის და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. შარშან გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს შონი განიკურნა და კარიერის განახლებაც დაგეგმა, მაგრამ მალე ისევ მოხვდა საავადმყოფოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
samcuxaroa,gmertma natelshi amyofos misi suli.............
Amiko
02:37 18-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული