დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ბიჭს საშინელი და იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს - იუინგის სარკომა, მეორენაირად - ძვლის კიბო.
17 ნოემბერს სოციალურ ქსელში ჩოგბურთელის ოჯახისგან გახდა ცნობილი, რომ სპორტსმენის ორგანიზმმა ვერ გაუძლო ავადმყოფობას.
2010 წელს კარლი აშშ-ის პირველი ჩოგანი გახდა 16 წლამდე ჩოგბურთელებს შორის და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. შარშან გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს შონი განიკურნა და კარიერის განახლებაც დაგეგმა, მაგრამ მალე ისევ მოხვდა საავადმყოფოში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"