გაცნობებთ ჩვენებურთა მონაცემებს:
ქალები. ერთეულები. 221 (221). სოფიო შაფათავა (223), 322 (319). ეკატერინე გორგოძე (118), 438 (426). სოფიო ქვაცაბაია (69), 442 (442). ოქსანა კალაშნიკოვა (67), 691 (691). მარიამ ბოლქვაძე (25), 745 (748). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი (21), 1149 (1156). თამარ კუტუბიძე (5), 1229 (1236). თამარ ჭალაგანიძე (3).
წყვილები. 74 (74). კალაშნიკოვა (1125), 178 (177). შაფათავა, 410 (413). გორგოძე (106), 437 (436). ქვაცაბაია (96), 851 (952). ბოლქვაძე (16), 1171 (1173).
ვაჟები. ერთეულები. 221 (209). ნიკოლოზ ბასილაშვილი (223 ქულა), 571 (576). ალექსანდრე მეტრეველი (53), 860 (863). გიორგი ცივაძე (3), 1101 (1093). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1404 (1398). ალექსანდრე ბაკში (3), 1711 (1706). ირაკლი მეტრეველი (1).
ქართველ ჩოგბურთელთა ერთ ნაწილს საკუთარი მაჩვენებლების გაუმჯობესება ამ კვირასვე შეუძლია, რადგან ჩვენებურები რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.
მაგალითად, ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა პოლონეთში იმყოფება და იქაურ 25.000-იან შეჯიბრებაში ჩაებმება. ამას წინათ სოფიომ ოლგა დოროშინასთან ერთად მინსკში მხოლოდ წყვილთა ფინალი დათმო და მეორე ადგილი დაიკავა.
შაფათავა და დოროშინა პოლონეთშიც შეამხანაგდნენ და იქაც განთესვით მესამე ნომერი აქვთ.
სტარტზე ისინი ელიზა კოსტოვას (ბულგარეთი) და პერნილა მედვეშოვას (ჩეხეთი) ტანდემს გაუწევენ მეტოქეობას.
ერთეულთა თანრიგში შაფათავა მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში კვალიფიკაციიდან აღზევებულ რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი) შეხვდება.
ანტალიაში, როგორც გაუწყეთ, ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ითამაშებენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. გორგოძე რეიტინგფავორიტია. მისი მეტოქეა დილეტა ალესანდრელი (იტალია).
ქვაცაბაია მეორე ნომრადაა განთესილი. ქართველ ჩოგბურთელს სუნგ-ჰიი ჰანი (კორეა) დაუპირისპირდება. წყვილებში გორგოძე ალონა ფომინასთან (უკრაინა) ერთად მეორე ნომერია და პირველ წრეში გერმანელებს - პატრისია ბოენტგენსა და დანა კრემერს შეხვდება, ხოლო ქრისტინა შაკოვეცთან (გერმანია) შეამხანაგებული ქვაცაბაია განთესვით მესამეა და სტარტზე კემრე ანილისა (თურქეთი) და ვინჩენცა კირაოლოს (იტალია) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.
იტალიურ ანდრიაში ვაჟთა ტურნირის (საპრიზო ფონდი 35.000 ევრო) პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეა მასპინძელი მატეო ბერეტინი, ხოლო წყვილებში ბასილაშვილი და იან მერტლი გზიდან ფილიპო ბალდისა და სტეფანო ტრავალის ჩამოშორებას შეეცდებიან.
თურქეთში, ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს გიორგი ცივაძე. ერთეულთა თანრიგში პაულ ვოელნერს გამოცდის, წყვილებში კი უკრაინელ დმიტრო ბადანოვთან ერთად ფერდუნ შევკედოვსა და დანაილ ტარპოვს (ორივე - ბულგარეთი) შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"