რატომ იჩხუბეს ფედერერმა და ვავრინკამ?

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა შვეიცარიელ ჩოგბურთელებს - როჯერ ფედერერსა და სტენ ვავრინკას შორის.

პირველად კონფლიქტის შესახებ ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ ილაპარაკა. მისი თქმით, ჩოგბურთელები ნახევარფინალური მატჩის შემდეგ დიდხანს დარჩნენ გასახდელში და რაღაცაზე ხმამაღლა კამათობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ფედერერმა ოთხი მატჩბოლი მოიგერია და სამ სეტში გაიმარჯვა - 4:6, 7:5, 7:6(6), რის შემდეგაც, მოულოდნელად ფინალში თამაშზე უარი განაცხადა. მაკინროი ვარაუდობს, რომ ვავრინკასთან კონფლიქტით მიღებული სტრესი შეიძლებოდა ყოფილიყო ფინალზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი.

გუშინ კი ბრიტანულ პრესაში დაიწერა ჩხუბის მიზეზის შესახებ.
ყველაფერში დამნაშავე ფედერერის მეუღლე მირკა ყოფილა. ვავრინკამ გამოუცხადა როჯერს, რომ მესამე სეტში მირკა ხმამაღალი კომენტარებით ცდილობდა სტენის პროვოცირებას (მან ქმრის მეტოქეს "მტირალა" უწოდა). ის ამას ლოჟიდან აკეთებდა, რომელიც კორტის დონეზე მდებარეობს. ვავრინკამ ისიც დაამატა, რომ როჯერის მეუღლე მსგავს საქციელში უიმბლდონის დროსაც იყო შემჩნეული.

ჩოგბურთელებს შორის კონფლიქტმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს შვეიცარიის ნაკრების შანსებზე დევისის თასის ფინალში, რომელიც 21-23 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება. ფედერერიც და ვავრინკაც მიწვეულები არიან ნაკრებში და, შესაძლოა, წყვილთა მატჩის ერთად თამაშიც მოუწიოთ. შეგახსენებთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონ ფედერერს ერთხელაც არ მოუგია დევისის თასი.

P. S. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერერი უკვე ლილშია ჩასული, მაგრამ გუშინ გამოტოვა გუნდის ვარჯიში. მიზეზი ის ტრავმაა, რომლის გამოც როჯერმა არ ითამაშა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში.

"ზურგის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ იმდენად არა, რომ ვარჯიში შევძლო. იმედს არ ვკარგავ", - განუცხადა სააგენტო "როიტერს" ფედერერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული