ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონს ტოვებს

AutoSharing Option
გადაწყვეტილია, რომ ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი 2016 წლიდან ადგილმდებარეობას შეიცვლის, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი - სად ჩატარდება სეზონის დასკვნითი ჩემპიონატი. ამაზე პრეტენზიას სამი ქვეყანა - ჩინეთი, ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები აცხადებენ.

დასახელებულია ოთხი პრეტენდენტი ქალაქი - პეკინი, შანხაი, დოჰა და დუბაი. თითოეულ პრეტენდენტს გააჩნია მსხვილი საჩოგბურთო ტურნირების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. მაგალითად, შანხაიში 2009 წლიდან იმართება "მასტერსის" სერიის ტურნირი.

ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩინეთში ან სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყანაში გადასვლა, სავარაუდოდ, აზიური ტურნირების ჩატარების ვადებზე იქონიებს გავლენას. ეს შეჯიბრებები,
შესაძლოა, სეზონის ბოლოსკენ გადაიტანონ.

წლის დასკვნითი ჩემპიონატი 2009 წლიდან იმართება ლონდონში. უფრო ადრე მას ხუთჯერ უმასპინძლა შანხაიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული