ქალები
ერთეულები. 229 (221). სოფიო შაფათავა (210), 323 (322). ეკატერინე გორგოძე (115), 441 (442). ოქსანა კალაშნიკოვა (67), 445 (438). სოფიო ქვაცაბაია (66), 704 (691). მარიამ ბოლქვაძე (24), 744 (745). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (21), 1144 (1149). თამარ კუტუბიძე (5), 1222 (1229). თამარ ჭალაგანიძე (3).წყვილები. 74 (74). კალაშნიკოვა (1125), 176 (178). შაფათავა (347), 409 (410). გორგოძე (106), 439 (437). ქვაცაბაია (96), 952 (951). ბოლქვაძე (16), 1166 (1171).
ვაჟები
ერთეულები. 192 (221). ნიკოლოზ ბასილაშვილი (261), 545 (571). ალექსანდრე მეტრეველი (59), 859 (860). გიორგი ცივაძე (18), 1106 (1105). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1411 (1404). ალექსანდრე ბაკში (3), 1714 (1711). ირაკლი მეტრეველი (1).წყვილები. 647 (598). ბასილაშვილი (73). 1042 (1945). ა. მეტრეველი (26), 1186 (1189). ცივაძე (18), 1557 (1554). ბაკში (6), 1775 (1772). ჯავახიშვილი (6 ქულა).
ქართველ ჩოგბურთელთაგან ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ანტალიაში დარჩნენ და ქალთა ახალ, 10.000-იან ტურნირში ჩაებნენ. გორგოძე ერთეულებში რეიტინგფავორიტია და სტარტზე დანიელ იაედას (აშშ) დაუპირისპირდება. ქვაცაბაია მეექვსე ნომერია და პირველ წრეში რუს ეკატერინა ლავრიკოვას შეხვდება. წყვილებში ჩვენებურებმა უკვე მოსინჯეს ძალები: ქართველთა ტანდემმა (გორგოძე-ქვაცაბაია მესამე ნომრადაა განთესილი) ოლენა კურპორტი (უკრაინა) და იანეკ ვიკერინკი (ჰოლანდია) დაამარცხა - 6:4, 6:4 და მეოთხედფინალში ქსენია გაიდარჟი (რუსეთი)-ჩანთალ სკამლოვას (სლოვაკეთი) და დიანა ბუზეანი (რუმინეთი)-იასმინ გულმანს (თურქეთი) შორის უძლიერესს შეხვდება.
ანტალიაშივე, ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) თამაშობს გიორგი ცივაძე - პირველ წრეში ჩვენებური გერმანელ პაულ ვოერნერთან გაარკვევს ურთიერთობას.
წყვილებში ცივაძე ალექსანდრ იარკოვთან (რუსეთი) იყო შეამხანაგებული, მაგრამ მესამე ნომრად განთესილ თურქებთან - კემ ილკელსა და ეფე იურტაკანთან დამარცხდა - 6:3, 3:6, 3:10.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"