"ჩოგბურთი მესამეა ფეხბურთისა და კრიკეტის შემდეგ, ჩაწყობილი მატჩების რაოდენობით. ვიცით, რომ მსგავსი რამ ძალიან გავრცელებულია "ჩელენჯერის" ტურნირებზე. იქ მოთამაშე ჩოგბურთელების ნაწილმა, შესაძლოა, ბინძურ საქმეებში მონაწილეობის შემდეგ გაიკვლიოს გზა პროფესიულ ტურში. თუ მოთამაშე მსგავ საქმიანობაშია შემჩნეული, მისი გამოსწორება შეუძლებელია. ჩოგბურთს ყურადღებით დააკვირდით. მალე ბევრი რამ "გასკდება", - იმუქრება იტონი. - ჩოგბურთის სამყაროში სურთ სიტუაციის გამოსწორება და ფსონების გაკონტროლება.
იგეგმება მოთამაშეებთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე რთულია - გამოძიების ეტაპი,
ჩაწყობილი მატჩი - ეს პროცესის მხოლოდ საბოლოო შედეგია. პრობლემის ნაწილობრივი გადაწყვეტა შეიძლება გახდეს სპორტში ხელფასის გაზრდა. მსაჯებს შეუძლიათ შედეგზე კონტროლი, განსაკუთრებით, ფეხბურთსა და ჩოგბურთში. ამიტომაც მათ სოლიდური ხელფასი უნდა გადაუხადონ, რითაც ნორმალურად იცხოვრებენ".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დისკვალიფიკაციით დაისაჯა ფრანგი მსაჯი მორგან ლამრი. მას დაუმტკიცდა თამაშებზე ფსონების დადება და მატჩების შედეგებზე გავლენის მოხდენა.
* * *
პრობლემას გამოეხმაურა მსოფლიო რეიტინგის ყოფილი 48-ე ნომერი, ესპანელი ოსკარ ერნანდესი. ის დარწმუნებულია, რომ დაბალი რანგის სერიებში ბევრი ჩოგბურთელი ჩადის ფსონს საკუთარ მატჩებზე.
"თუ ჩოგბურთში კარგად ერკვევით, მიხვდებით - ვინ აგებს შეგნებულად და ვინ არა. კარგად მესმის, რომ ბევრ მოთამაშეს უჭირს ფულის გამონახვა მწვრთნელის სამსახურის ასანაზღაურებლად და ტურნირიდან ტურნირზე სამოგზაუროდ. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია უნდა ებრძოლოს ამას, მაგრამ პირიქით გამოდის - არსებობს ონლაინ-რეჟიმში მატჩებზე ფსონების გაკეთების შესაძლებლობა.
შემიძლია გავუგო ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ორ-სამ ათას ევროს გამოიმუშავებენ იმისთვის, რომ მწვრთნელს გადაუხადონ, მაგრამ ეს მავნე სენი უნდა აღმოიფხვრას. რაც შეეხება ATP-ს, აქაც ბევრი ჩაწყობილი მატჩია. ამაში დარწმუნებული ვარ. თუ მოთამაშე ნახევარ მილიონს გამოიმუშავებს წელიწადში, ძალიან მაცდურია ერთ კვირაში 150-200 ათასის მიღების შანსი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"