ენდი მარეი ცოლს ირთავს

AutoSharing Option
მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ საჩოგბურთო არდადეგები პირად და სპორტულ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებებით დაიწყო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონმა ხელი სთხოვა კიმ სირსს, რომელსაც უკვე ცხრა წელია ხვდება. ქორწილის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, მარეიმ გამოაცხადა, რომ ამელი მორემსო მის მწვრთნელად რჩება, თუმცა დასრულდა თანამშრომლობა სპარინგ-პარტნიორ დანი ვალვერდესთან და ფიტნეს-მწვრთნელ ჯეზ გრინთან.

"ჩვენ ვისაუბრეთ სეზონის ბოლოს და გადავწყვიტეთ, რომ ცვლილებები ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია. ჩემი წინასასეზონო შეკრება და მზადება ავსტრალიის ღია პირველობისთვის უკვე დაწყებულია და მოუთმენლად ველოდები
ახალ წელს", - განაცხადა მარეიმ ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე ენდი მონაწილეობას მიიღებს საჩოგბურთო პრემიერლიგის გათამაშებაში. ის ერთ გუნდშია მარია შარაპოვასთან, ჟო-ვილფრიდ ცონგასთან, კირსტენ ფლიპკენსთან, დანიელ ნესტორთან, კარლოს მოიასთან და ტრეტ ჰიუეისთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული