"გასულ სეზონში არსებობდა იმის შანსი, რომ WTA-ს რეიტინგის პირველი ათეულიდან გამოვვარდნილიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, წელი მეორე ჩოგანის რანგში დავასრულე. საერთო ჯამში, სეზონი ჩემთვის წარმატებული იყო, მაგრამ მომავალ წელს უფრო მეტ მიზანს ვუსახავ საკუთარ თავს...
რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, მყავდეს სრულფასოვანი ოჯახი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვობაში ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა დედასთან. ჩვენ სანიმუშო მეგობრები ვართ.
ასევე, 27 წლის შარაპოვამ გამოაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს კარიერის დასრულებას. მისი თქმით, გააჩნია სურვილი, საჭირო განწყობა და მისწრაფება ახალი მიზნების მისაღწევად და თამაშის გასაუმჯობესებლად.
შარაპოვამ 2014 წლის სეზონი პრემიერლიგის მატჩებით დაასრულა. ეს არის გუნდური კომერციული ტურნირი, რომელშიც მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავები მონაწილეობენ. შაბათს შარაპოვას გუნდი - "მანილა მავერიქსი" დამარცხდა "მიკრომაქს ინდიან ეისესთან", თავად მარიამ კი დათმო ერთეულთა მატჩი სერბ ანა ივანოვიჩთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"