როჯერ ფედერერმა სასახლე აიშენა

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა შვეიცარიის ქალაქ ვოლერაუში საკუთარი სახლის მშენებლობა დაასრულა.

სახლი ციურიხის ტბის პირას მდებარეობს. შენობას სამი სართული აქვს, საერთო ფართობი 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლს აქვს აუზი და შუშის გუმბათი სასადილო ოთახის თავზე. მშენებლობა 8.3 მილიონი ევრო დაჯდა. თავდაპირველად, მშენებლობის დასრულება 2014 წლის ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი.

მიმდინარე წლის თებერვალში ფედერერმა გაყიდა საკუთარი აპარტამენტები ციურიხში ახალ სახლში გადასასვლელად. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზად როჯერმა თავისი ოთხი შვილისთვის კომფორტი დაასახელა. მათ შეეძლებათ ვოლერაუში კერძო სკოლაში სიარული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული