სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგს ქართველთაგან მხოლოდ სოფიო ქვაცაბაია შემორჩა. სტარტზე ანასტასია ვდოვენკოს (მოლდოვა) ძლევის შემდეგ სლოვაკ რებეკა სრამკოვას აჯობა - 6:3, 6:4 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ ელინე ბოეიკენსს დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა პირველ წრეში მე-2 ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძეს მოუგო (7:5, 6:3), გუშინ კი თანამემამულე კატერინ ჩენტრაინი ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:2.

წყვილებში ქვაცაბაია და გორგოძე ნახევარფინალში გავიდნენ, ოღონდ ქვაცაბაია ჩანთალ სკამლოვასთან (სლოვაკეთი) ერთად ცდის ძალებს და ტურნირის რეიტინგფავორიტია.

4 დეკემბერს ქართულ-სლოვაკურმა
დუეტმა დაძაბულ პაექრობაში ელინე ბოეიკენსსა (ბელგია) და მელანი სტიკს (ნორვეგია) მოუგო - 6:7, 7:5, 10:5. ნახევარფინალში ქვაცაბაია-სკამლოვას ტანდემი ივა პრიმორაცსა (ხორვატია) და რებეკა სრამკოვასთან (სლოვაკეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

მეორე ნომრად განთესილმა გორგოძემ და ნასტია კოლარმა (სლოვენია) დიანა ბუზეანსა (რუმინეთი) და იასმინ გულმანს (თურქეთი) დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:2, 6:4. ნახევარფინალში მათ მეტოქეობას გაუწევენ დებორაშ კერფსი (ბელგია) და საბინა სლავიკოვიჩი (უნგრეთი), რომლებმაც რუმინელები - ირინა მარია ბარა და ანდრეა ჩიტესკუ დაჯაბნეს - 7:5, 4:6, 10:6.

დოჰაში (ყატარი), ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტარტზე რიჩარდ გაბს (დიდი ბრიტანეთი) აჯობა - 6:3, 7:5, მაგრამ მერვედფინალში ბელგიელ მიხაელ გეერტსს (ბელგია) დანებდა. ამავე ტურნირში ალექსანდრე მეტრეველმა პირველივე პაექრობა ევგენი კარლოვსკისთან (რუსეთი) დათმო - 6:4, 3:6, 2:6.

წყვილთა პაექრობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა და იაჰორ იაციკმა (ბელორუსი) მეორე ნომრები - სანდურ არენდსი და ნილს ლოოტსმა (ორივე - ჰოლანდია) გამოთიშეს შეჯიბრებას - 4:6, 6:3, 10:8, მეოთხედფინალში კი სემ ბარისა (ირლანდია) და მაქსიმილიან ნეუჩრისტს (ავსტრია) სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს - 2:6, 4:6. ალექსანდრე მეტრეველი და პაველ ფელინი (ბელორუსი) პირველ წრეს ვერ გასცდნენ - რიჩარდ გაბისა და სქოთ კლეიტონის (ორივე - დიდი ბრიტანეთი) დუეტთან დამარცხდნენ - 0:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული