ერთი კვირის წინათ მათ ერთად მოიპოვეს მთავარი პრიზი, ამჯერად კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან იყვნენ შეამხანაგებულნი: ქვაცაბაია სლოვაკ ჩანთალ სკამლოვასთან ერთად პირველ ნომრად გახლდათ განთესილი, ხოლო გორგოძეს სლოვენიელ ნასტია კოლართან ერთად მეორე ნომერი ჰქონდა.
ჩვენებურთა პირველი ორი შეხვედრის შედეგებზე უკვე ვწერდით. ნახევარფინალში ქვაცაბაიამ და სკამლოვამ იოლად აჯობეს ივა პრიმორაცსა (ხორვატია) და რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი) 6:2, 6:2 და ფინალში გავიდნენ, სადაც დაბორა კერფსისა
ქვაცაბაია ერთეულებშიც ცდიდა ძალებს, მაგრამ მე-8 ნომრად განთესილი ჩვენებური მეოთხედფინალს ვერ გასცდა - ბელგიელ ელინა ბოეიკენსთან დამარცხდა - 3:6, 0:6. საგულისხმოა, რომ ბელგიელმა სტარტზე გორგოძეც ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 6:3.
გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და სამშაბათიდან ახალ 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან.
ძირითად ბადეში მათ, სავარაუდოდ, განთესვით მეორე და მეხუთე ნომრები ექნებათ.
საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშა თამარ ჭალაგანიძემ, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში ოანა გავრილასთან (რუმინეთი) დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"