ქართველები უმნიშვნელო ცვლილებებით ჩოგბურთელთა რეიტინგებში

AutoSharing Option
15 დეკემბრისთვის ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს.

გაუწყებთ ქართველთა მაჩვენებლებს:

ქალები. 248 (248). სოფიო შაფათავა (187), 328 (330). ეკატერინე გორგოძე (110), 440 (443). სოფიო ქვაცაბაია (68), 471 (439). ოქსანა კალაშნიკოვა (59), 698 (704). მარიამ ბოლქვაძე (24), 887 (737). მარგარიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13), 1123 (1129). თამარ კუტუბიძე (5), 1213 (1213). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 74 (74). ოქსანა კალაშნიკოვა (1125), 189 (190). სოფიო შაფათავა (315), 373 (377). ეკატერინე გორგოძე (122), 399 (417). სოფიო ქვაცაბაია (112), 948 (950). მარიამ ბოლქვაძე (16), 1153
(1156). თამარ ჭალაგანიძე (7).

ვაჟები. 191 (192). ნიკოლოზ ბასილაშვილი (261), 540 (540). ალექსანდრე მეტრეველი (59), 863 (861). გიორგი ცივაძე (18), 1118 (1118). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1418 (1417). ალექსანდრე ბაკში (3), 1729 (1715). ირაკლი მეტრეველი (1).

მიმდინარე კვირას რამდენიმე ჩვენებური უცხოურ ტურნირებში ჩაება. როგორც ვწერდით, ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ანკარის 50.000-იან ტურნირს გამოეთიშნენ ერთეულებში, წყვილებში კი დღეიდან მოსინჯავენ ძალებს.

ინდურ მუმბაიში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წყვილთა ასპარეზობა დაასრულა მეორე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ - რუს მარგარიტა ლაზარევასთან ერთად იგი დიანა ბოგოლისა (უკრაინა) და პოლინა ლეიკინას (რუსეთი) დუეტთან დამარცხდა - 4:6, 6:7. ერთეულებში მეორე განთესვის მქონე შაფათავა სტარტზე ნინა სტოიანოვიჩს (სერბეთი) შეხვდება.

წყვილთა პაექრობა დათმო თურქულ ანტალიაში, ვაჟთა 10.000-იან ტურნირზე გიორგი ცივაძემ. უკრაინელ გლებ ალექსეენკოსთან შეამხანაგებულმა ჩვენებურმა ერიკ კრეპალდისა (იტალია) და მიხაილ ვაკსის (რუსეთი) ტანდემთან წააგო - 7:6, 1:6, 4:10. ერთეულებში იგი რუმინელ დრაგოშ დიმას გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული