სიმონა ჰალეპი WTA-ს ტურის ყველაზე პოპულარული ჩოგბურთელია

AutoSharing Option
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ WTA-ს ტურის 50 ყველაზე პოპულარული მოთამაშის სია გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, გულშემატკივრები ყველაზე ხშირად რუმინელი სიმონა ჰალეპის გვერდით ინტერესდებოდნენ.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა ამერიკელი სერენა უილიამსი, ხოლო სამეული შეავსო რუსმა მარია შარაპოვამ.

წლის ყველაზე პოპულარული ჩოგბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

1. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი)
2. სერენა უილიამსი (აშშ)
3. მარია შარაპოვა (რუსეთი)
4. ეჟენ ბუშარი (კანადა)
5. აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი)
6. ნა ლი (ჩინეთი)
7. ანა ივანოვიჩი (სერბეთი)
8. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია)
9. პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)
10. ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული