ახლა იგი 277 ქულით 182-ე საფეხურზე იმყოფება. დანარჩენ ჩოგბურთელ ვაჟთა მონაგარი კი ასეთია: 544 (540). ალექსანდრე მეტრეველი (59), 867 (863). გიორგი ცივაძე (18), 1113 (1113). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1422 (1418). ალექსანდრე ბაკში (3), 1724 (1720). ირაკლი მეტრეველი (1).
ინდოეთში 15.000-იანი ტურნირის მოგების შემდეგ 20 საფეხურით წაიწია წინ
წყვილები. 74 (74). კალაშნიკოვა (1125), 188 (189). შაფათავა (315), 274 (373). გორგოძე (195), 392 (399). ქვაცაბაია (112), 939 (948). ბოლქვაძე (16), 1153 (1153). ჭალაგანიძე (7).
წლის მიწურულის მიუხედავად, მიმდინარე კვირას რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი უცხოურ კორტებზე ცდის ძალებს. ინდურ პუნეში, ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) პირველ წრეში სოფიო შაფათავამ სამ სეტში აჯობა ხორვატ სილვია ნჯირიჩს - 6:3, 3:6, 6:4 და მეორე წრეში პოლონელი კატარჟინა კავას მძლეველ (6:2, 6:1) ინდოელს - პრარტანა ტომბარეს დაუპირისპირდება, რითაც რევანშის შანსიც ეძლევა, რადგან წყვილებში შაფათავა და მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი) სტარტზე სწორედ ტომბარესა და შარმადაა ბალუუსთან დამარცხდნენ - 2:6, 6:2, 4:10.
წყვილებში ასპარეზობს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ანასტასია ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა სტარტზე კინდი ბურგერსა (ჰოლანდია) და ვერონიკა კაპშაის პირველი ხელი 7:5 მოუგო. მეორეს 2:0-ს რომ იგებდა, მეტოქეებმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლეს. მეოთხედფინალში ოქსანა და ანასტასია დიანა ბოგოლისა (უკრაინა) და პოლინა ლეიკინას (რუსეთი) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას.
სტამბულში, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირში ჩაება მარიამ ბოლქვაძე, მაგრამ პირველ წრეს ვერ გასცდა: ერთეულებში მასპინძელ მელის სეზერს დანებდა - 6:0, 2:6, 2:6, ხოლო წყვილებში თურქ ინკი ოგუტისთან ერთად ჰულია და ლუტფი ესენებთან (თურქეთი) დამარცხდა - 1:6, 0:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"