ერთეულებში წარმატებით იბრძვის მესამე ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა. 25 დეკემბერს მეოთხედფინალში მან კვალიფიკაციიდან აღზევებული მაგდალენა ფრეში (პოლონეთი) დაჯაბნა - 6:7, 6:4, 6:2 და ნახევარფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე იქნება ასპარეზობის მე-6 ნომერი - დიდიბრიტანელი ქეით დანი, რომელმაც შეჯიბრების რეიტინგფავორიტი ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.
დანარჩენი ორი მეოთხედფინალური შეხვედრა ასე დასრულდა: ანკიტა რაინა (ინდოეთი)-ნინა სტოიანოვიჩი (სერბეთი) 6:4, 6:3, ქრისტინა ენე (რუმინეთი)-ელენ ალგურინი (შვედეთი) 6:4,
წყვილთა პაექრობაში რეიტინგფავორიტები - ოქსანა კალაშნიკოვა და ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) სეტის დაუთმობლად მიიწევენ წინ: 25 დეკემბერს ინდოელები - რუტუჯა ბოსალე და ნიდხი ჩილუმულა დაამარცხეს - 6:4, 7:6 და ფინალში გავიდნენ. მეორე ნახევარფინალში ანა მორგინას (რუსეთი) და ნინა სტოიანოვიჩის (სერბეთი) დუეტმა ინდოელების - მიიაბი ინოუეს და მიკი მიიამურას ტანდემს აჯობა - 6:1, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"