ინდოეთის ტურნირი: სოფიო შაფათავა ნახევარფინალში, ოქსანა კალაშნიკოვა ფინალში

AutoSharing Option
საქართველოს ორი წარმომადგენელი ასპარეზობს ინდურ პუნეში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი).

ერთეულებში წარმატებით იბრძვის მესამე ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა. 25 დეკემბერს მეოთხედფინალში მან კვალიფიკაციიდან აღზევებული მაგდალენა ფრეში (პოლონეთი) დაჯაბნა - 6:7, 6:4, 6:2 და ნახევარფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე იქნება ასპარეზობის მე-6 ნომერი - დიდიბრიტანელი ქეით დანი, რომელმაც შეჯიბრების რეიტინგფავორიტი ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.

დანარჩენი ორი მეოთხედფინალური შეხვედრა ასე დასრულდა: ანკიტა რაინა (ინდოეთი)-ნინა სტოიანოვიჩი (სერბეთი) 6:4, 6:3, ქრისტინა ენე (რუმინეთი)-ელენ ალგურინი (შვედეთი) 6:4,
6:2. მეორე ნახევარფინალში რაინა და ენე ითამაშებენ.

წყვილთა პაექრობაში რეიტინგფავორიტები - ოქსანა კალაშნიკოვა და ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) სეტის დაუთმობლად მიიწევენ წინ: 25 დეკემბერს ინდოელები - რუტუჯა ბოსალე და ნიდხი ჩილუმულა დაამარცხეს - 6:4, 7:6 და ფინალში გავიდნენ. მეორე ნახევარფინალში ანა მორგინას (რუსეთი) და ნინა სტოიანოვიჩის (სერბეთი) დუეტმა ინდოელების - მიიაბი ინოუეს და მიკი მიიამურას ტანდემს აჯობა - 6:1, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული