ფოტო-NEWS: აზარენკა ავსტრალიაში მიდის

AutoSharing Option
ბელარუსი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა ახალ წელს ავსტრალიაში შეხვდება, სადაც 5 იანვარს დაიწყება ახალი საჩოგბურთო სეზონი.

"ბარგის ჩალაგების პროცესში ვარ. იმედია, ჩემს ჩემოდნებში ჩაეტევა ეს მაისურები და სპორტული ფეხსაცმელები", - დაწერა თავის "ტვიტერზე" აზარენკამ და შეტყობინებას შესაბამისი ფოტო დაურთო.

ახალ სეზონს ბელარუსი ბრისბენში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ვიქტორიამ 2014 წელს ტრავმების გამო ნახევარ სეზონზე მეტი გამოტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული