მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ საკუთარ გულშემატკივრებს შთაბეჭდილებები გაუზიარა ახალ მწვრთნელთან, ლეგენდარულ ამერიკელ მარტინა ნავრატილოვასთან პირველი ვარჯიშის შემდეგ. როგორც იცით, აგნიეშკამ ნავრატილოვასთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ 9 დეკემბერს გამოაცხადა.
"მარტინასთან პირველმა ვარჯიშშმა შესანიშნავად ჩაიარა!" - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" პოლონელმა ჩოგბურთელმა.
25 წლის რადვანსკა 2015 წლის სეზონს სიდნეიში დაიწყებს, სადაც ტურნირი 11-16 იანვარს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"