როჯერ ფედერერი: მათ გამო ვრჩები დიდ სპორტში

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოტივაცია აიძულებს დიდ სპორტში დარჩენას.

"ძალიან სწრაფად მივხვდი, რომ ერთია - პირველ ჯერზე რაიმეს მოგება და სულ სხვა - მომავალ წელს დაბრუნება და ტიტულის დაცვა. როგორც კი გარკვეულ დონეს მივაღწიე, სხვა დიდ სპორტსმენებს შევხედე, ისეთებს, როგორებიც არიან მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი, ვალენტინო როსი და მიხაელ შუმახერი - ადამიანებს, რომლებიც დიდხანს რჩებოდნენ გამარჯვებულები. ინტერსედები - როგორ ახერხებდნენ ამის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ისინი მაძლევდნენ სტიმულს იმისთვის, რომ შრომა გამეგრძელებინა.

ძალიან
გამიმართლა, რომ ყოველთვის ცენტრალურ კორტზე ვთამაშობ, თანაც პრაიმ-ტაიმში. შემიძლია პირდაპირ გითხრათ - არ ვიცი ახლა მოქმედი იქნებოდა თუ არა ჩემი კარიერა, ყოველთვის მეოთხე კორტზე რომ მიწევდეს თამაში", - ამბობს ფედერერი Tennis.com-თან ინტერვიუში.

შვეიცარიელმა აგრეთვე ილაპარაკა საკუთარ შვილებზე. "არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა ისინი ოდესმე ჩოგბურთს უმაღლეს დონეზე. მაგრამ მგონია, რომ ყოველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ისიამოვნოს იმ საქმით, რასაც აკეთებ. და სპორტი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის", - განაცხადა ფედერერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული