ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარში იმყოფება და დოჰას საერთაშორისო შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 1.221.320 დოლარი) ცდის ძალებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე თბილისელმა ჩოგბურთელმა პორტუგალიელი გასტაო ელიაში დაამარცხა - 6:4, 6:1.
მეორე წრეში ჩვენებური ავსტრიელ ფილიპ ოსვალდს დაუპირისპირდა. პირველ შეხვედრაში ამ უკანასკნელმა მასპინძელი აბდულაჰ შანან ალჰარასი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:1. ბასილაშვილმა ოსვალდს ორ სეტში მოუგო - 6:3, 6:3 და მესამე წრეში სერბი ილია ბოზოლიაცის მძლეველ (6:4, 3:6, 7:6) ფილიპ კრაინოვიჩს (სერბეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ პაექრობაში წარმატების შემთხვევაში ძირითად
ჩინეთის ქალაქ შენჟენში (საპრიზო ფონდი 500.000 დოლარი) თამაშობს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. იგი ტაივანელ ჩინ-ვეი ჩანთან არის შეამხანაგებული და ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი.
ქართულ-ტაივანურმა დუეტმა პირველ წრეში იაპონელი რიკა ფუჯივარა და ტაივანელი შუ-ინ ჰსიე დაამარცხა ძალების დაუძაბავად - 6:1, 6:2. მეოთხედფინალში კალაშნიკოვა და ჩანი ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი)-კატერინა სინიაკოვას (ჩეხეთი) და ტიმეა ბაშინსკი (შვეიცარია)-ვერა ზავონარევას (რუსეთი) შორის უძლიერესთან გაარკვევენ ურთიერთობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"