როგორც ვწერდით, საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა სტარტზე პოტუგალიელ გასტაო ელიაშს აჯობა - 6:4, 6:1, შემდეგ ავსტრიელ ფილიპ ოსვალდს მოუგო - 6:3, 6:3. ძირითად ბადეში გასაღწევად ჩვენებურმა 5 იანვარს ილია ბოზოლიაცის (სერბეთი) მძლეველი (6:4, 3:6, 7:6) ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი) დაამარცხა - 6:3, 6:3 და 12 სარეიტინგო ქულაც შეიმატა.
ბასილაშვილი ძირითადი ბადის პირველ წრეში მიხაილ იუჟნის (რუსეთი) დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა დღეს გაიმართება.