კარლოვიჩმა ჩვეულ სტილში, აგრესიულად ითამაშა. მის ანგარიშზე 21 ეისი და 49 "ვინერსი" იყო. ხორვატი ბრწყინვალედ მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე - ნოვაკმა ვერც ერთი ბრეიკის აღება ვერ შეძლო, კარლოვიჩმა კი ერთხელ მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება. ივომ კარიერაში მეორედ დაამარცხა რეიტინგის
საინტერესოა, რომ კარლოვიჩი ერთ-ერთი იშვიათი ჩოგბურთელია ტურში, ვისაც ჯოკოვიჩთან დადებითი ბალანსი აქვს. ეს ამ მოთამაშეთა რიგით მესამე შეხვედრა იყო და ხორვატი წინ არის - 2:1. ახლა ივოს წინ აქვს ნახევარფინალი დავიდ ფერერთან, რომელმაც მეოთხედფინალში დასტინ ბრაუნს მოუგო - 6:2, 6:2.
* * *
ჯოკოვიჩს გუშინ ორმაგად უიღბლო დღე ჰქონდა. დოჰას ტურნირის წყვილთა თანრიგში მისი და ფილიპ კრაინოვიჩის დუეტი ესპანელი რაფაელ ნადალისა და არგენტინელი ხუან მონაკოს წყვილთან დამარცხდა - 6:7(3), 1:6.
მატჩი ერთი საათი და 14 წუთი გაგრძელდა. რაფაელმა და ხუანმა სამი ეისი და სამი ბრეიკი შეასრულეს, სერბულმა დუეტმა კი მხოლოდ ერთი ბრეიკის აღება შეძლო.
უკვე ცნობილია, რომ წყვილების ფინალში ნადალი და მონაკო ავსტრალიურ დუეტს შეხვდებიან, იულიან ნოულისა და ფილიპ ოსვალდის შემადგენლობით.
ნოვაკს რესტორანი გაუძარცვეს
შესაძლოა, ჯოკოვიჩის წაგებების მიზეზი ის იყო, რომ ბელგრადში გაქურდეს რესტორანი, რომელიც მსოფლიოს პირველ ჩოგანს ეკუთვნის. ეს ფაქტი დაადასტურა ჩოგბურთელის მამამ, სდრიან ჯოკოვიჩმა.
ინციდენტი 5 იანვარს ღამით მოხდა. მძარცველები შენობაში სავენტილაციო სისტემის გავლით მოხვდნენ, შემდეგ კი ოფისის კარი გატეხეს. მათ თან წაიღეს შვიდი ათასი ევრო და ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერები.
უფროსი ჯოკოვიჩის სიტყვებით, ქურდებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. ჯოკოვიჩების ოჯახს ეკუთვნის ორი რესტორანი. ორივე ბელგრადში ფუნქციონირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"