როჯერ ფედერერს უცნობ ავსტრალიელთან გაუჭირდა

AutoSharing Option
ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. ის პირდაპირ მეორე წრიდან ჩაება ბრისბენის ტურნირში და მთლად დამაჯერებელი შთაბეჭდილება ვერ დატოვა.

ლეგენდა ეთამაშებოდა ნაკლებად ცნობილ ავსტრალიელს, მსოფლიოს 153-ე ჩოგანს, ჯონ მილმენს. შეხვედრა ორი საათი და ორი წუთი მიმდინარეობდა და მასპინძელი ჩოგბურთელი ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან.

ფედერერმა პირველ სეტში 21 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ამით ავსტრალიელმა კარგად ისარგებლა. თუმცა მილმანი საწყისი პარტიის მოგებით არ დაკმაყოფილდა და 3:1 დაწინაურდა მეორე სეტში, მაგრამ ფედერერმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. როჯერმა ამ სეტში ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი
მოიგერია და პარტიებში თანაფარდობა აღადგინა.

მესამე სეტში ყველაფერი მეშვიდე გეიმში გადაწყდა, როცა ფედერერმა ბრეიკი გააკეთა და შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა. ეს იყო შვეიცარიელის 997-ე მოგება პროფესიულ ტურში. კიდევ სამი გამარჯვება და როჯერი ათასიან ზღვარს მიაღწევს. უფრო მეტი შეხვედრა ისტორიაში ჯიმი კონორსსა და ივან ლენდლს მოუგიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული