ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ისთვის მოემზადება

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობა 19 იანვარს დაიწყება. შეჯიბრებაში იასპარეზებს თბილისელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც დოჰას საერთაშორისო ტურნირზე, როგორც გაუწყეთ, საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი პაექრობა მოიგო; ძირითადი ბადის სტარტზე მიხაილ იუჟნის (რუსეთი) აჯობა - 7:5, 6:2, ხოლო მეორე წრეში ხორვატ ივო კარლოვიჩთან დამარცხდა - 6:7 (3:7), 3:6.

ამ ბოლო ორთაბრძოლის შემდეგ ბასილაშვილმა "ფეისბუქის" მეშვეობით მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს აქტიური ქომაგობისთვის და ისიც დასძინა, რომ ხორვატთან დაპირისპირებისას შესაძლებლობის მაქსიმუმი ვერ აჩვენა.

ამჟამად იგი მელბურნში იმყოფება და ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება. Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის
შედეგები 12 იანვრისთვის გახდება ცნობილი.

12 იანვრიდან ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირზე აპირებენ თამაშს ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია, რომლებიც, სავარაუდოდ, მეორე და მეხუთე ნომრებად იქნებიან განთესილნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართულ ჩოგბურთის ბნელ გვირაბში სინათლე გამოჩნდა!!!!! ძალიან მიყვარს ჩოგბურთი, მაგრამ ჩვენებურის გარეშე ძალიან ძნელია ბოლომდე იყო ჩართული, მოტივაცია გაქვს დკრგული და ბოლომდე ვერავის გულშემატკივრობ!!! სხვთაშორის კარლოვიჩმა, რომელთანაც ჩვენებურმა თანაბარ ბრძოლაში წააგო, ჯოკოვიჩი დაამარცხა გუშინ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ვინც ჩოგბურთს უყურებს იცის, რომ იუჟნი მოგბის შემდეგ მაყურებელს უღებს ე.წ. "ჩესტს"(რუსული "დერჟავის" მინიშნება) და ჩვენებურმა მას ამის გაკათების უფლება კარ მისცა!!!!! აბა შენ იცი ნიკოლოზ,გაგვახარე შენი წარმატებებით!!!! ძალიან გქომაგობ!!!!
დათო
14:59 09-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული