მარია შარაპოვა რუსეთის ნაკრებში ბრუნდება

AutoSharing Option
რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციამ ქალთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა ფედერაციის თასის მეოთხედფინალისთვის, რომელიც 7-8 თებერვალს კრაკოვში გაიმართება. რუსები პოლონეთს დაუპირისპირდებიან.

მთავარი სიახლე ის არის, რომ რუსეთის ნაკრების რიგებში ითამაშებს მარია შარაპოვა, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ფედერაციის თასს. მასთან ერთად შემადგენლობაში იქნებიან ანასტასია პავლიუჩენკოვა, სვეტლანა კუზნეცოვა და ვიტალია დიაჩენკო. ვარაუდობდნენ, რომ ფედერაციის თასზე ითამაშებდნენ წყვილთა თანრიგში "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონები - ეკატერინა მაკაროვა და ელენა ვესნინა, მაგრამ მწვრთნელებმა ისინი არ გამოიძახეს გუნდში.

ბოლოს შარაპოვამ რუსეთის ნაკრებში 2012 წელს ითამაშა. ესპანეთის წინააღმდეგ
მარიამ ერთი მატჩი ჩაატარა და გაანადგურა სილვია სოლერ-ესპინოსა - 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული