ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს მატე დელიჩით იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მწვანე კონტინენტზე იმყოფება და დღეს სეზონის პირველი დიდი ტურნირის - ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება.

ჩვენებური საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღებს სტარტს და ძირითად ბადეში მოსახვედრად სამი წრე უნდა გაიაროს. პირველ წრეში 32-ე ნომრად განთესილ ხორვატ მატე დელიჩს დაუპირისპირდება.

მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგით 153-ეა. 22 წლის ბასილაშვილმა ამას წინათ ყატარის დედაქალაქ დოჰაში პროფესიონალ ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ორთაბრძოლა მოიგო.

ძირითადში რუს მიხაილ იუჟნის აჯობა და სარეიტინგო მაჩვენებლებიც საგრძნობლად გაიუმჯობესა - ახლა ჩვენებური 325
ქულით 157-ე ადგილზეა. ასე რომ, ხორვატი დელიჩი ბასილაშვილს მხოლოდ ოთხი საფეხურით უსწრებს. ქართველი ჩოგბურთელი, წარმატების შემთხვევაში, მეორე წრეში იტალიელ რობერტო მარკორას (232-ე) და ამერიკელ ჩეიზ ბუჩანანის (179-ე) წყვილში გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას.

ATP-ის განახლებული რეიტინგით, მსოფლიოს კლასიფიკაციაში, ბასილაშვილის გარდა, ხუთი ქართველია: 542 (540). ალექსანდრე მეტრეველი (59), 866 (865). გიორგი ცივაძე (18), 1222 (1223).
გიორგი ჯავახიშვილი (6), 1418 (1421). ალექსანდრე ბაკში (3), 1725 (1726). ირაკლი მეტრეველი (1).

ქართველ ქალთაგან ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ანტალიის 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. გორგოძე მე-2 ნომრადაა განთესილი და სტარტზე მასპინძელ აილა აქშუს დაუპირისპირდება. ასპარეზობის მე-4 ნომერ ქვაცაბაიას პირველ წრეში რუსი ვალენტინა კულიკოვა გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები ტურნირის რეიტინგფავორიტები არიან. სტარტზე მეტოქე არ ჰყავდათ, ამიტომ შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან - ქრისტინა შმედლოვა, პეტრა უბრალოვას (ორივე - სლოვაკეთი) და ნიკა კუხარჩუკი (რუსეთი), ანასტასია სმირნოვას (ბელგია) დუეტებს შორის უძლიერესს შეხვდებიან.

ქართველ მანდილოსანთა განახლებული სარეიტინგო მონაგარი ასეთია:

ერთეულები: 218 (218). სოფიო შაფათავა (228), 327 (327). ეკატერინე გორგოძე (106), 424 (426). სოფიო ქვაცაბაია (68), 530 (528). ოქსანა კლაშნიკოვა (45), 697 (699). მარიამ ბოლქვაძე (245), 879 (880). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13), 1109 (1110). თამარ კუტუბიძე (5), 1202 (1204). თამარ ჭალაგანიძე (3).
წყვილები. 70 (79). კალაშნიკოვა (1125), 188 (185). შაფათავა (315), 274 (270). გორგოძე (195), 388 (386). ქვაცაბაია (112), 937 (935). ბოლქვაძე (16), 1252 (1251). ჭალაგანიძე (7).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული