ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია თურქეთში იმყოფებიან და ანტალიის 10.000-იან ტურნირში პირველი შეხვედრები მოიგეს.
მეორე ნომრად განთესილმა გორგოძემ სტარტზე იოლად სძლია კვალიფიკაციიდან აღზევებულ მასპინძელს - აილა აქშუს 6:1, 6:1. ჩვენებური მეორე წრეში ასევე კვალიფიკაციიდან დაწინაურებულ მარლის სუპერს (ავსტრია) შეხვდება. ამ უკანასკნელმა ამერიკელი ტინა ტეჰრანი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3.
ანტალიური ტურნირის მე-4 ნომერმა ქვაცაბაიამ პირველ წრეში რუს ვალენტინა კულიკოვას აჯობა - 6:3, 6:2. მე-2 პაექრობას გერმანელ შარლოტე კლასენთან გამართავს, რომელმაც შეჯიბრებაზე "ველური ბარათით"
უკვე ვწერდით, რომ წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია რეიტინგფავორიტები არიან და პაექრობებში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან. მათი მეტოქე კრისტინა შმიედლოვა-პეტრა უბერალოვას (ორივე - სლოვაკეთი) და ნიკა კუხარჩუკი (რუსეთი)-ანასტასია სმირნოვას (ბელგია) დუეტებს შორის უძლიერესი იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"