ქართველი ჩოგბურთელების წარმატებული სტარტი ანტალიის ტურნირზე

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები 14 იანვარს საერთაშორისო ტურნირებში ჩაებნენ.

ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია თურქეთში იმყოფებიან და ანტალიის 10.000-იან ტურნირში პირველი შეხვედრები მოიგეს.

მეორე ნომრად განთესილმა გორგოძემ სტარტზე იოლად სძლია კვალიფიკაციიდან აღზევებულ მასპინძელს - აილა აქშუს 6:1, 6:1. ჩვენებური მეორე წრეში ასევე კვალიფიკაციიდან დაწინაურებულ მარლის სუპერს (ავსტრია) შეხვდება. ამ უკანასკნელმა ამერიკელი ტინა ტეჰრანი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3.

ანტალიური ტურნირის მე-4 ნომერმა ქვაცაბაიამ პირველ წრეში რუს ვალენტინა კულიკოვას აჯობა - 6:3, 6:2. მე-2 პაექრობას გერმანელ შარლოტე კლასენთან გამართავს, რომელმაც შეჯიბრებაზე "ველური ბარათით"
მიწვეულ მასპინძელს - დილარა იურტკურანს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:2.

უკვე ვწერდით, რომ წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია რეიტინგფავორიტები არიან და პაექრობებში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან. მათი მეტოქე კრისტინა შმიედლოვა-პეტრა უბერალოვას (ორივე - სლოვაკეთი) და ნიკა კუხარჩუკი (რუსეთი)-ანასტასია სმირნოვას (ბელგია) დუეტებს შორის უძლიერესი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული