როჯერ ფედერერის 1000 მოგების სტატისტიკა

AutoSharing Option
გასულ კვირას, ბრისბენის ტურნირის ფინალში ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა და კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ, ერთად გადავავლოთ თვალი როჯერის 17-წლიან კარიერას...

საიუბილეო მოგებები
1 - გიიომ რაუ (საფრანგეთი). ტულუზა. 1998. 6:2, 6:2.
100 - ჟულიან ბუტე (ბელგია). ბაზელი. I წრე. 2001. 7:6, 6:4.
200 - მიხაილ იუჟნი (რუსეთი). ჰალე. 1/2-ფინალი. 2003. 4:6, 7:6, 6:2.
300 - ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია). აშშ-ის ღია. ფინალი. 2004. 6:0, 7:6, 6:0.
400 - ტომი ჰაასი (გერმანია). ავსტრალიის ღია. 1/8-ფინალი. 2006. 6:4,
6:0, 3:6, 4:6, 6:2.
500 - დავიდ ფერერი (ესპანეთი). მონტე კარლო. 1/4-ფინალი. 2007. 6:4, 6:0.
600 - ტიაგო ალვეში (ბრაზილია). აშშ-ის ღია. II წრე. 2008. 6:3, 7:5, 6:4.
700 - ჯულიან რაისტერი (გერმანია). როლან გაროსი. III წრე. 2010. 6:4, 6:0, 6:4.
800 - ხუან მონაკო (არგენტინა). პარიზი. 1/4-ფინალი. 2011. 6:3, 7:5.
900 - ჟილ სიმონი (საფრანგეთი). როლან გაროსი. IV წრე. 2013. 6:1, 4:6, 2:6, 6:2, 6:3.
1000 - მილოშ რაონიჩი (კანადა). ბრისბენი. ფინალი. 2015. 6:4, 6:7, 6:4.

ფედერერის საყვარელი მეტოქეები (10 და მეტი მოგება)
21 - ენდი როდიკი (აშშ)
19 - ნიკოლაი დავიდენკო (რუსეთი), ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
18 - ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია)
16 - დავიდ ფერერი (ესპანეთი), რობინ სიოდერლინგი (შვედეთი)
15 - ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა), მიხაილ იუჟნი (რუსეთი), სტენ ვავრინკა (შვეიცარია)
14 - იარკო ნიემინენი (ფინეთი), რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი)
13 - რიშარ გასკე (საფრანგეთი), ტომი ჰაასი (გერმანია), ივან ლუბიჩიჩი (ხორვატია)
12 - ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი), ფერნანდო გონსალესი (ჩილე), ივო კარლოვიჩი (ხორვატია), ნიკოლას კიფერი (გერმანია), ენდი მარეი (ბრიტანეთი)
11 - ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი), დავიდ ნალბანდიანი (არგენტინა), ტომი რობრედო (ესპანეთი), ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)
10 - ჯეიმს ბლეიკი (აშშ), ხუან კარლოს ფერერო (ესპანეთი), რაფაელ ნადალი (ესპანეთი), ქსავიე მალისე (ბელგია), მარატ საფინი (რუსეთი), ანდრეას სეპი (იტალია).

ფედერერის საყვარელი ადგილები (მინიმუმ 50 მოგება)
210 - აშშ
102 - საფრანგეთი
101 - ბრიტანეთი
95 - ავსტრალია
84 - გერმანია
81 - შვეიცარია

მოგებები საჩოგბურთო მოედნების მიხედვით
ჰარდი - 621
გრუნტი - 198
ბალახი - 131
ხალიჩა - 50
ღია კორტი - 748
დარბაზი - 252

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
თინეიჯერები - 35
20-24 წლის - 367
25-29 წლის - 460
30 წელზე ზემოთ - 138

ფედერერის მოგებების ხასიათი
ორ სეტში - 496
სამ სეტში - 409
ოთხ სეტში - 66
ხუთ სეტში - 22
მეტოქის უარი - 7

მოგებები ტურნირების მიხედვით
მასტერსი (ATP-1000) - 311
ATP-250, ATP-500 - 299
დიდი სლემი - 279
დევისის თასი, ოლიმპიადა - 63
შემაჯამებელი - 48

ათასიანების ყველა წევრი
1. ჯიმი კონორსი (აშშ) - 1253/278, მოგებების 81,8 პროცენტი
2. ივან ლენდლი (აშშ) - 1071/239, მოგებების 81,8 პროცენტი
3. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) - 1000/227, მოგებების 81,5 პროცენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული