იყოჩაღა მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც სამ სეტში აჯობა ავსტრიელ მარლის ზიუბერს - 6:1, 6:7, 6:2 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მე-8 ნომერ ფრანგს, ოდრი ალბის შეხვდება. სამფეროვანთა ქვეყნის წარმომადგენელმა მეორე წრეში ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინსს მოუგო - 6:3, 6:3.
სამწუხაროდ, თანამემამულეს მხარი ვერ აუბა სოფიო ქვაცაბაიამ, რომელიც გუშინ გერმანელ შარლოტ კლასენს დანებდა - 6:3, 2:6, 4:6.
წყვილებში გაირკვა გორგოძე
* * *
15 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატ მატე დელიჩს დაუპირისპირდა. მართალია, ჩვენებური მეტოქეს კლასიფიკაციაში მხოლოდ ოთხი საფეხურით ჩამორჩება და ხორვატს მედგარი წინააღმდეგობაც გაუწია, მაგრამ მარცხს მაინც ვერ გადაურჩა, სამ სეტში წააგო - 3:6, 7:6 (7:4), 6:8 და შეჯიბრებას გამოეთიშა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"