ეკატერინე გორგოძემ ანტალიის ტურნირზე მეორე შეხვედრაც მოიგო

AutoSharing Option
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) 15 იანვარს მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა.

იყოჩაღა მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც სამ სეტში აჯობა ავსტრიელ მარლის ზიუბერს - 6:1, 6:7, 6:2 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მე-8 ნომერ ფრანგს, ოდრი ალბის შეხვდება. სამფეროვანთა ქვეყნის წარმომადგენელმა მეორე წრეში ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინსს მოუგო - 6:3, 6:3.

სამწუხაროდ, თანამემამულეს მხარი ვერ აუბა სოფიო ქვაცაბაიამ, რომელიც გუშინ გერმანელ შარლოტ კლასენს დანებდა - 6:3, 2:6, 4:6.

წყვილებში გაირკვა გორგოძე
-ქვაცაბაიას დუეტის მეტოქე. რეიტინგფავორიტ ქართველებს სლოვაკები - კრისტინა შმიედლოვა და პეტრა უბერალოვა დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ნიკა კუხარჩუკი (რუსეთი) და ანასტასია სმირნოვა (ბელგია) ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 6:2.

* * *
15 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატ მატე დელიჩს დაუპირისპირდა. მართალია, ჩვენებური მეტოქეს კლასიფიკაციაში მხოლოდ ოთხი საფეხურით ჩამორჩება და ხორვატს მედგარი წინააღმდეგობაც გაუწია, მაგრამ მარცხს მაინც ვერ გადაურჩა, სამ სეტში წააგო - 3:6, 7:6 (7:4), 6:8 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული