ბორის ბეკერს შვეიცარიის ვალი აქვს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, გერმანელ ბორის ბეკერს შვეიცარიის მთავრობის მიმართ დავალიანება აქვს, რომლის ოდენობა თითქმის 200 ათას ევროს შეადგენს.

ბეკერის ფირმამ ყურადღება არ მიაქცია რამდენიმე შეტყობინებას თანხის დაფარვის თაობაზე. საბოლოოდ, შვეიცარიის მთავრობამ ჩოგბურთელის ფირმის ანგარიშზე არსებული 91 ათასი ევრო დააყადაღა, რადგან ბეკერი მუდმივად აღარ ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ჩოგბურთელს 10 დღე აქვს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ამჟამად, გერმანელი მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელია და მასთან ერთად ავსტრალიაში იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული