ქართველი ჩოგბურთელების მცირედი ცვლილებები ახალ რეიტინგებში

AutoSharing Option
ქალთა საჩოგბურთო (WTA) და პროფესიონალ ჩოგბურთელთა (ATP) ასოციაციებმა, წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ქართველებს დიდი ცვლილებები არ განუცდიათ.

ქალები. ერთეულები. 218 (218). სოფიო შაფათავა (228 ქულა), 327 (327). ეკატერინე გორგოძე (106), 424 (424). სოფიო ქვაცაბაია (68), 530 (530). ოქსანა კალაშნიკოვა (45), 698 (697). მარიამ ბოლქვაძე (24), 879 (879). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13), 1111 (1109). თამარ კუტუბიძე (5), 1205 (1202). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 71 (70). კალაშნიკოვა (1125), 190 (188). შაფათავა (315), 275 (274). გორგოძე (195), 388 (388). ქვაცაბაია
(112), 938 (937). ბოლქვაძე (10), 1153 (1152). ჭალაგანიძე (7).

ვაჟები. 157 (157). ნიკოლოზ ბასილაშვილი (325), 545 (542). ალექსანდრე მეტრეველი (59), 866 (866). გიორგი ცივაძე (18), 1221 (1222). გიორგი ჯავახიშვილი (6), 1422 (1418), ალექსანდრე ბაკში (3), 1725 (1725). ირაკლი მეტრეველი (1).

მიმდინარე კვირას თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა იაპონელ კურუმი ნარასთან ერთად ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება.

ქართულ-იაპონური დუეტი პირველ წრეში გერმანელ მონა ბარტელის და ლუქსემბურგელ მენდი მინელას გაუწევს მეტოქეობას.

დეიტონა ბიჩის (აშშ) 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს სოფიო შაფათავა. ძირითად ბადეში იგი, სავარაუდოდ, მე-6 ნომრად იქნება განთესილი.

ანტალიაში, ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) იბრძოლებენ მთავარი ჯილდოსთვის ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. გორგოძე მეორე ნომერია და პირველ წრეში სლოვაკ კრისტინა შმიედლოვას შეხვდება, მე-5 ნომერ ქვაცაბაიას კი კვალიფიკაციიდან აღზევებული ანასტასია პრენკო (თურქმენეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ქართველები მეორე ნომრად არიან განთესილნი და პაექრობებში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან - ჩვენებურები ეშენ კოკჩე-იპეკ ოზისა (თურქეთი) და ინგრიდ გამარა მარტინს (ბრაზილია)-ელიზა ვანლანგენდონკს (ბელგია) შორის უძლიერესთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ტუნისში, ელ კანტაუის 10.000-იან ტურნირში იასპარეზებს მარიამ ბოლქვაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ!!! ანა ტატიშვილმა დგეს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში მოუგო დატე კრუმს!!!! ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს!!!!! თქვენ ( რედაქციას) რატომ არ აშუქებთ ოპერტიულად ამ დიდ წარმატებას?
დათო
16:14 20-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული