ხუან მარტინ დელ პოტროს ახალი ოპერაცია დასჭირდა

AutoSharing Option
აშშ-ის ღია პირველობის 2009 წლის ჩემპიონს, ხუან მარტინ დელ პოტროს მორიგი ოპერაცია დასჭირდა მარცხენა მაჯაზე. ქირურგიული ჩარევა იმ ტკივილების გამო გახდა საჭირო, რამაც არგენტინელს ავსტრალიის ღია პირველობა გამოატოვებინა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყოფილ მეოთხე ჩოგანს პირველი ოპერაცია გასულ გაზაფხულზე ჩაუტარდა. მაშინაც და ახლაც დელ პოტროს მინესოტას შტატის ქალაქ როჩესტერის კლინიკის სპეციალისტმა რიჩარდ ბერგერმა უმკურნალა.

"საკუთარი ექიმის რეკომენდაციით, მცირე ოპერაცია გადავიტანე, რათა საბოლოოდ გამექრო ტკივილის წყარო მაჯაში.

როგორც არასდროს, მოტივირებული ვარ დიდ სპორტში დაბრუნებაზე. ვოცნებობ, ყოველგვარი ტკივილის გარეშე ვითამაშო ჩოგბურთი. რეაბილიტაციას ორი
კვირის შემდეგ დავიწყებ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" არგენტინელმა ჩოგბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული