ერთეულთა თანრიგში იგი მეხუთე ნომრად იყო განთესილი. ზედიზედ ანასტასია პრენკოს (თურქმენეთი) და ინგრიდ გამარა მარტინსის (ბრაზილია) ძლევის შემდეგ, ჩვენებურმა კრისტინა შმიედლოვას (სლოვაკეთი) აჯობა - 6:4, 6:4, ნახევარფინალში იტალიელი ალის სავორეტი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:0. გადამწყვეტ პაექრობაში ფრანგი ალის ბაკე დაამარცხა - 6:2, 6:3 და ტურნირზე სეტის დაუთმობლად ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
ქვაცაბაია წყვილებშიც ახლოს იყო მიზანთან. თანამემამულე ეკატერინე გორგოძესთან ერთად ნახევარფინალში ჩინელების - სიიუ ჩენისა
ქვაცაბაია და გორგოძე ამ კვირასაც ანტალიაში დარჩებიან და ახალ 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან. გორგოძე, სავარაუდოდ, პირველი, ქვაცაბაია კი მე-6 ნომერი იქნება.
ტუნისის 10.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობის ნახევარფინალში ითამაშა მარიამ ბოლქვაძემ იულია ბრიზგალოვასთან (რუსეთი) ერთად, სადაც პირველ ნომრად განთესილ ესტელ კასკინოს (საფრანგეთი) და იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დუეტთან დამარცხდა - 5:7, 6:2, 5:10, ერთეულთა თანრიგში კი პირველსავე წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას. მარიამი მიმდინარე კვირასაც ტუნისის ახალ 10.000-იან შეჯიბრებაში მოსინჯავს ძალებს.
უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო ქვაცაბაია ამერიკაში დეიტონა ბიჩის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) კორტებზე გამოდიოდა, სადაც ერთეულებში მეორე შეხვედრა დათმო, ხოლო წყვილებში მეოთხედფინალური ორთაბრძოლა წააგო უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან ერთად.
შაფათავა ამ კვირასაც ამერიკაში დაუპირისპირდება მეტოქეებს სანრაისის 25.000-იან ტურნირებში. ჩვენი გოგონებისთვის ეს ორთაბრძოლები ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია ფედერაციის თასის გათამაშებისთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა შარშან ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა სოფიო შაფათავამ, რომელმაც ოთხი შეხვედრა ერთეულებსა და ამდენივე წყვილებში მოიგო.
ტურნირის ორგანიზატორებმა შარშანდელი სეზონი შეაჯამეს და საუკეთესოებიც გამოავლინეს.
ტურნირის უძვირფასესი მოთამაშეების ნომინაციის ხუთეულში სოფიო შაფათავაცაა დასახელებული.
ფედერაციის თასის ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველი ჩოგბურთელი მოხსენიებულია ეუჟენი ბუშარის (კანადა), პეტრა კვიტოვას (ჩეხეთი), კიკი ბერტენსის (ჰოლანდია) და აგნიეშკა რადვანსკას (პოლონეთი) გვერდით, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ნაკრები გუნდების დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
საქართველოს ნაკრები 4 თებერვლიდან ბუდაპეშტში ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ითამაშებს. უნგრეთის დედაქალაქში 15 ნაკრები მოიყრის თავს. წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ.
A ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია.
B ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თურქეთი, ლიხტენშტაინი.
C ჯგუფი: ბელორუსი, პორტუგალია, ბულგარეთი, საქართველო.
D ჯგუფი: ბელგია, ხორვატია, ისრაელი, ლატვია.
ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები მსოფლიო თასის II ჯგუფის ორი საგზურისთვის შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო ბოლოადგილოსნები პირველ ევროაფრიკულ ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.
C ჯგუფის შეხვედრათა კალენდარი ასეთია:
4 თებერვალი. საქართველო-ბელორუსი, ბულგარეთი-პორტუგალია.
5 თებერვალი. საქართველო-პოტუგალია, ბელორუსი-ბულგარეთი.
6 თებერვალი. საქართველო-ბულგარეთი, ბელორუსი-პორტუგალია.
საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, მარიამ ბოლქვაძე, მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (კაპტიანი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"