ენდი მარეიმ პრიზი დაკარგა და გაფრინდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღიას ორგანიზატორები ჯერაც ტურნირის ერთ-ერთი დაკარგული პრიზის ძიებაში არიან. ლაპარაკია სასალათეზე, რომელიც მამაკაცთა ტურნირის ფინალისტმა ენდი მარეიმ მიიღო.

ამ ფაქტის შესახებ ფინალის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში ცნობილმა ბრიტანელმა საჩოგბურთო მიმომხილველმა ბენ როტენბერგმა დაწერა.

"ენდი უკვე გაფრინდა, მაგრამ პრიზი დაავიწყდა და არავინ იცის, სად არის ის. ძებნა გრძელდება, - წერს როტენბერგი. - ეს ამბავი სულ უფრო ქაოტურ ხასიათს იღებს. ეძებენ ყველა სკამისა თუ სავარძლის ქვეშ. ჯერჯერობით ახალი არაფერია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
უჰ ეხლა ამასაც ძალიან გული დაწყდება - ეგეთი ხო კიდევ აქვს სამი სახლში!
brola
13:51 03-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული