ფედერაციის თასის გათამაშების ევროაფრიკული პირველი ზონის წარმომადგენლები ბუდაპეშტის კორტებზე მეორე მსოფლიო ჯგუფის 2 საგზურისთვის იბრძოლებენ. ორგანიზატორებმა მოასპარეზენი წილისყრით ოთხ ჯგუფში გაანაწილეს:
A ჯგუფი. სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია.
B ჯგუფი. დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თურქეთი, ლიხტენშტეინი.
C ჯგუფი. ბელორუსი, პორტუგალია, ბულგარეთი, საქართველო.
D ჯგუფი. ბელგია, ხორვატია, ისრაელი, ლატვია.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ზედა ეშელონის ორ საგზურში შეეცილებიან ერთმანეთს, ხოლო მეოთხეადგილოსნები პირველ ზონაში დარჩენის პრობლემას გადაწყვეტენ.
საქართველოს ნაკრები უნგრეთის დედაქალაქში ასეთი შემადგენლობით ჩავიდა: სოფიო შაფათავა,
ბელორუსი: ვიქტორია აზარენკა, ალექსანდრა სასნოვიჩი, ოლგა გოვორცოვა, ირინა შიმანოვიჩი, კაპიტანი - ტატიანა ფუჩეკი.
პორტუგალია: მიხაელა ლარჩერ დე ბრიტო, ბარბარა ლუზი, მარია ჟოაო კოხლერი, ინეს მურტა, კაპიტანი - ანდრე ლოპესი.
ბულგარეთი: ცვეტანა პირონკოვა, ელიზა კოსტოვა, დია ევტიმოვა, ვიქტორია ტომოვა, კაპიტანი - დორა რანგელოვა.
C ჯგუფის კალენდარი
4 თებერვალი. საქართველო - ბელორუსი, პორტუგალია - ბულგარეთი.
5 თებერვალი. საქართველო - პორტუგალია, ბულგარეთი - ბელორუსი.
6 თებერვალი. საქართველო - ბულგარეთი, ბელორუსი - პორტუგალია.
მადიარების ქვეყანაში გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის ამოცანაა პირველ ზონაში პოზიციების გამყარება, თუმცა, თუ იღბალი ჩვენს მხარეს იქნა, არ არის გამორიცხული, უფრო მეტზეც ვიფიქროთ".
უკვე გაუწყეთ, რომ გორგოძემ გასულ უქმეებზე ანტალიის 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ერთეულთა შორის მეორე, წყვილებში კი სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა.
ნაკრებს მიღმა დარჩენილი ქვაცაბაია ისევ ანტალიაში იმყოფება და დღეიდან ახალ 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება. იგი მე-5 ნომრადაა განთესილი და სტარტზე სერბ დუნია სტამენკოვიჩს დაუპირისპირდება.
ერთი კვირის წინათ ანტალიაში მიღწეული წარმატებით ქვაცაბაიამ 34 საფეხურით წაიწია წინ. 10 ადგილით დაწინაურდა სოფიო შაფათავა.
WTA-ს განახლებული რეიტინგით, ქართველ ჩოგბურთელთა მაჩვენებლები ასეთია: 208 (218). სოფიო შაფათავა (231 ქულა), 323 (327). ეკატერინე გორგოძე (106), 390 (424). სოფიო ქვაცაბაია (79), 528 (530). ოქსანა კალაშნიკოვა (45), 693 (698). მარიამ ბოლქვაძე (23), 901 (879). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (12), 1111 (1106). თამარ კუტუბიძე (5), 1199 (1205). თამარ ჭალაგანიძე (3).
წყვილები. 70 (71). კალაშნიკოვა (1125). 188 (190). შაფათავა (315), 267 (275). გორგოძე (195), 384 (388). ქვაცაბაია (112), 855 (938). ბოლქვაძე (20), 1150 (1153). ჭალაგანიძე (7).
ვაჟები. 170 (157). ნიკოლოზ ბასილაშვილი (298), 547 (545). ალექსანდრე მეტრეველი (59), 872 (866). გიორგი ცივაძე (18), 1220 (1221). გიორგი ჯავახიშვილი (6), 1427 (1422). ალექსანდრე ბაკში (3), 1728 (1725). ირაკლი მეტრეველი (1).
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 439.405 ევრო) საკვალიფიკაციო ეტაპზე აიღო სტარტი, ზედიზედ სამი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან - ჟოფრი ბლანკანე (საფრანგეთი) - 6:4, 6:0, ფლორენ სერა (საფრანგეთი, 2006 წელს იგი რეიტინგით 36-ე იყო, ამჟამად 328-ეა) - 6:0, 6:3, იანიკ იანკოვიცი (საფრანგეთი) - 6:3, 6:1 და ძირითად ბადეში გააღწია (თან 12 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა). აქაც პირველ წრეში რეიტინგით 149-ე ადგილზე მყოფ ფრანგს - ბენუა პერის შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"