რეიტინგები: უკონკურენტო ჩემპიონები

AutoSharing Option
დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობა და თვალი უნდა გადავავლოთ იმას, თუ როგორ შეიცვალა რეიტინგებში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების პოზიციები. ქალებს შორის გაცილებით მეტი საინტერესო მოხდა, ახალი სახელებისა და მოულოდნელობების მხრივ.

სერენას არაფერი ემუქრება
სერენა უილიამსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სიდიადე - მოიპოვა "დიდი სლემის" მე-19 ტიტული. არადა, ავსტრალიის ღიაზე ამერიკელისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა მარია შარაპოვა. სერენას მარცხი ფინალამდე - სერიოზულ უპირატესობას აძლევდა მარიას.

გარდა ამისა, ფინალში წაგების შემთხვევაში, მეტოქეები რეიტინგში ძალიან ახლოს იქნებოდნენ, ახლა კი სხვაობა 1566 ქულაა. თანაც, ამ სხვაობის გაბათილების საშუალება
შარაპოვას უიმბლდონამდე აღარ ექნება. რუსს წინ აქვს ქულების დაცვის რთული გრაფიკი - როლან გაროსთან ერთად, ლაპარაკია 4 ათას ქულაზე მეტის დაცვაზე. ასეთ სიტუაციაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარია წინ გაუშვებს პეტრა კვიტოვას ან სიმონა ჰალეპს, ვიდრე მიუახლოვდება უილიამსს.

სერენას კი რთული პერიოდი სეზონის ბოლოს აქვს. ასე რომ, აგვისტომდე თუ რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა, მას პირველი ადგილი გარანტირებული ექნება.

ახალი რეკორდების დაპყრობაზე კი ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. ამ მომენტისთვის სერენას 226 კვირა აქვს ლიდერის რანგში. რეკორდსმენია შტეფი გრაფი - 377 კვირა. რაც შეეხება ლიდერობას პაუზის გარეშე - აქაც გერმანელი დამაჯერებლად ლიდერობს - 186 კვირა. უილიამსს კი ახლა უწყვეტი 103 კვირა აქვს. ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი უფრო მაღალია, მაგრამ ეს 2016 წლამდე არ მოხდება.

აზარენკა TOP50-ში დარჩა
სულ უფრო რთული ხდება რეიტინგში ვიქტორია აზარენკას პოვნა. ბელორუსმა ვერ შეძლო ავსტრალიის ღიაზე შარშანდელი მეოთხედფინალისთვის ქულების დაცვა, თუმცა, საერთო ჯამში, კარგად ითამაშა და თავიდან აიცილა გლობალური ვარდნა. ყოველ შემთხვევაში, შეინარჩუნა ადგილი TOP50-ში. ამ მომენტისთვის ვიქტორია კაია კანეპისთან და ცვეტანა პირონკოვასთან მეზობლად, 49-ე ადგილზეა.

უფრო ქვემოთ დაშვება არ არის მოსალოდნელი, რადგან ქულების შემდეგი დაცვა მხოლოდ უიმბლდონზე უწევს. სავარაუდოდ, ამ დროისთვის აზარენკა დაბრუნებული უნდა იყოს პირველ ოცდაათეულში.

ჯოკოვიჩს კონკურენტები არ ჰყავს
გასულ წელს სტატისტიკოსები ითვლიდნენ - რამდენი ქულა უნდა დაეკარგა ნოვაკ ჯოკოვიჩს იმისთვის, რომ დაძაბული ყოფილიყო პირველობისთვის ბრძოლა როჯერ ფედერერთან. სინამდვილეში კი გამოვიდა, რომ სერბმა, პრაქტიკულად, დაასამარა სარეიტინგო ინტრიგა სეზონის პირველ ნახევარში. შვეიცარიელმა ავსტრალიის ღიადან ნაადრევი გამოვარდნით მთავარი კონკურენტი 3840 ქულით გაუშვა წინ.

ბუნებრივია, მამაკაცებში ლიდერის შეცვლის მხრივ ისეთივე სიტუაციაა, როგორც ქალების ტურში. თუმცა აქ ნოვაკს ძალიან ბევრი ქულა აქვს დასაცავი, ოღონდ ეს, სავარაუდოდ, არ დაემუქრება მის ულაპარაკო ლიდერობას. შესაბამისად, ნოვაკი ორი თვის შემდეგ გაუსწრებს რაფაელ ნადალს პირველ ადგილზე გატარებული დროით. ამ მომენტისთვის სერბს 132 კვირა აქვს, ესპანელს - 141.

ყველაზე მტკივნეული ვარდნა კლასიფიკაციაში სტენ ვავრინკას ჰქონდა. თუმცა ავსტრალიის ღიას შარშანდელი გამარჯვებულისთვის შეიძლება ყველაფერი უარესად ყოფილიყო, ასე კი შვეიცარიელი მეცხრე ადგილზეა. არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ "დიდი ოთხეულის" აღდგენას. პირველ ოთხ ადგილზე ოთხი ნაცნობი გვარია.

ATP
რეიტინგი

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 045
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 205
3(3). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 745
4(6). ენდი მარეი (ბრიტ) 5 460
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 205
6(8). მილოშ რაონიჩი (კან) 4 845
7(7). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 660
8(9). მარინ ჩილიჩი (ხორ) 4 105
9(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 050
10(10). დავიდ ფერერი (ესპ) 3 965
11(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 3 465
12(12). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 520
13(13). ერნესტ გულბისი (ლატ) 2 420
14(14). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 2 220
15(15). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 2 125
16(16). რ. ბაუტისტა აგუტი (ესპ) 1 975
17(17). ტომი რობრედო (ესპ) 1 845
18(21). ჯონ ისნერი (აშშ) 1 765
20(19). ჟილ სიმონი (საფ) 1 730
20(19). გაელ მონფილსი (საფ) 1 725

გზა ლონდონისკენ
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 9 010
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 020
3(3). რაფაელ ნადალი (ესპ) 6 745
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 805
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 265
6(6). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 990
7(7). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 945
8(8). მილოშ რაონიჩი (კან) 3 750
9(10). დავიდ ფერერი (ესპ) 3 715
10(9). ენდი მარეი (ბრიტ) 3 655
11(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 3 450
12(12). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 650
13(13). ერნესტ გულბისი (ლატ) 2 455
14(20). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 2 015
15(14). რ. ბაუტისტა აგუტი (ესპ) 1 890
16(15). ჯონ ისნერი (აშშ) 1 880
17(16). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 1 830
18(17). ფაბიო ფონინი (იტა) 1 780
19(18). გაელ მონფილსი (საფ) 1 735
20(28). ჟილ სიმონი (საფ) 1 720

ფულადი მონაგარი
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 8 820 670
2. როჯერ ფედერერი (შვეიც) 6 407 828
3. რაფაელ ნადალი (ესპ) 6 165 756
4. მარინ ჩილიჩი (ხორ) 4 449 538
5. სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 427 953
6. კეი ნიშიკორი (იაპ) 3 795 599
7. ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 2 951 726
8. მილოშ რაონიჩი (კან) 2 685 058
9. ენდი მარეი (ბრიტ) 2 470 179
10. გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 2 436 122
11. დავიდ ფერერი (ესპ) 2 235 059
12. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 1 746 045
13. ერნესტ გულბისი (ლატ) 1 731 600
14. ფელისიანო ლოპესი (ესპ) 1 492 533
15. ჟულიან ბენეტო (საფ) 1 378 312
16. რ. ბაუტისტა აგუტი (ესპ) 1 320 337
17. კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 1 302 128
18. ჯონ ისნერი (აშშ) 1 295 284
19. გაელ მონფილსი (საფ) 1 255 692
20. ჟილ სიმონი (საფ) 1 243 745

WTA
რეიტინგი

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 776
2(2). მარია შარაპოვა (რუს) 8 210
3(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 571
4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6 480
5(8). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 565
6(5). ანა ივანოვიჩი (სერ) 4 425
7(7). ეჟენი ბუშარი (კან) 4 365
8(6). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 4 270
9(11). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 285
10(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 130
11(18). ვინუს უილიამსი (აშშ) 2 790
12(13). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 2 735
13(14). სარა ერანი (იტა) 2 551
14(12). ფლავია პენეტა (იტა) 2 441
15(16). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 2 425
16(15). ელენა იანკოვიჩი (სერ) 2 360
17(17). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 2 295
18(10). დ. ციბულკოვა (სლოვაკ) 2 137
19(19). ალიზ კორნე (საფ) 2 125
20(35). მედისონ კისი (აშშ) 2 100

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული