2 - რაფაელ ნადალმა ისევ გაუშვა ხელიდან შანსი, გამხდარიყო პირველი ჩოგბურთელი ღია ერაში, რომელსაც "დიდი სლემის" ყველა ტურნირი მინიმუმ ორჯერ ექნებოდა მოგებული. ამისთვის მას ავსტრალიაში მეორე მოგება აკლია.
ტიტულები დიდ სლემზე
1. შტეფი გრაფი - 22
2. სერენა უილიამსი - 19
3. მარტინა ნავრატილოვა - 18
3. კრის ევერტი - 18
5. მარგარეტ
2 - ორი მატჩბოლი მოიგერია ტურნირის მსვლელობისას მარია შარაპოვამ. რუსი ვარსკვლავი თანამემამულე ალექსანდრა პანოვასთან მატჩში წაგების ზღვარზე იყო.
2 - ტომაშ ბერდიხი ჩეხეთის მეორე წარმომადგენელია, ვინც ორჯერ ითამაშა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში. პირველი იყო ივან ლენდლი.
4 - შარაპოვა კვლავაც რჩება გადაულახავ ბარიერად ეჟენი ბუშარისთვის. კანადელმა რუსთან მეოთხედ წააგო.
4 - რაფაელ ნადალმა მეოთხედ წააგო ავსტრალიის ღიაზე მეოთხედფინალში. ადრე ის მარცხდებოდა ფერნანდო გონსალესთან (2007), ენდი მარეისთან (2010) და დავიდ ფერერთან (2011).
4 - ენდი მარეიმ მეოთხედ წააგო ავსტრალიის ღიას ფინალი.
5 - ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია, ვინც ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო. ოთხ-ოთხი მოგება აქვთ როჯერ ფედერერსა და ანდრე აგასის. თუ ავიღებთ მთლიანად ტურნირის ისტორიას და არა მხოლოდ ღია ერას, აქ ნოვაკს კონკურენტი ჰყავს როი ემერსონის სახით (6 მოგება).
6 - მედისონ კისმა ვერ შეძლო კიმ კლაისტერსის ექვსი წლის წინანდელი შედეგის გამეორება. სწორედ ბელგიელმა 2009 წელს შეძლო "დიდი სლემის" ერთ ტურნირზე დები უილიამსების დამარცხება.
6 - სერენა უილიამსმა მეექვსე ტიტული მოიპოვა ავსტრალიის ღია პირველობაზე. ღია ერაში ეს ტურნირი ოთხზე მეტჯერ არავის მოუგია.
8 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა მერვედ გაიმარჯვება "დიდი სლემის" ტურნირებზე. რეკორდსმენია როჯერ ფედერერი - 17.
10 - მარია შარაპოვამ მეათე ფინალი ითამაშა კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირებზე.
10 - შარაპოვამ ზედიზედ ათი მატჩი მოიგო ავსტრალიის ღიას ფინალამდე.
ტიტულები (ჰარდზე)
1. როჯერ ფედერერი - 57
2. ანდრე აგასი - 46
3. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 38
4. პიტ სამპრასი - 36
5. ივან ლენდლი - 26
6. ენდი მარეი - 25
15 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეთხუთმეტედ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. მოქმედ მოთამაშეებს შორის სერბი ჩამორჩება ნადალს (20 ფინალი) და ფედერერს (25).
17 - მარია შარაპოვამ მე-17 მატჩი წააგო სერენა უილიამსთან.
17 - ავსტრალიის ღიამდე ტომაშ ბერდიხი ზედიზედ 17 მატჩი ვერ ახერხებდა ნადალის დამარცხებას. ბოლოს ჩეხს ეს უხერხული მეტოქე 2006 წელს ჰყავდა დამარცხებული.
18 - ნადალმა გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, კიდევ ერთი რეკორდით შესულიყო ისტორიაში. აქამდე არ ყოფილა ერთი მოთამაშის მეორეზე 18-მატჩიანი მოგებათა სერია. 17 მოგება კი რამდენიმე მოთამაშეს ჰქონია. მაგალითად, ივან ლენდლი რვა წლის განმავლობაში ამარცხებდა ჯიმი კონორსს.
19 - სერენა უილიამსი სუფთა მეორე ადგილზე გადავიდა "დიდ სლემზე" მოგებების რაოდენობით. მასზე მეტი ტიტული მხოლოდ შტეფი გრაფს აქვს - 22.
20 - მედისონ კისი კარიერაში პირველად შევიდა WTA-ს რეიტინგის 20 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის.
33 - სერენა უილიამსი ავსტრალიის ღიას ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია. მთლიანად "დიდი სლემის" ტურნირებზე კი, ამ მხრივ, რეკორდი მარტინა ნავრატილოვას ეკუთვნის - 33 წლის და 263 დღის.
46 - ტომაშ ბერდიხი 2003 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ არ ტოვებს "დიდი სლემის" ტურნირებს.
49 - ვიქტორია აზარენკამ ვერ შეძლო შარშანდელი ნახევარფინალისთვის მიღებული ქულების დაცვა და ისევ დაბლა დაეშვა რეიტინგში. თუმცა ბელორუსი დარჩა TOP50-ში, მაგრამ უკვე 1000 ქულაზე ნაკლები აქვს.
50 - ჯოკოვიჩმა 50-ე მატჩი მოიგო ავსტრალიის ღიაზე. ნოვაკზე წინ არიან სტეფან ედბერგი (56 მოგება) და როჯერ ფედერერი (75).
1556 - ქულების ასეთი რაოდენობით უსწრებს ახალ რეიტინგში სერენა უილიამსი მეორეადგილოსან მარია შარაპოვას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"