15 ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები გუნდები ჩაებნენ მეორე მსოფლიო ჯგუფის 2 საგზურისთვის ბრძოლაში.
როგორც გაუწყეთ, საქართველოს ნაკრები (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, მარიამ ბოლქვაძე, კაპიტანი - მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) C ჯგუფში მოხვდა ბელორუსთან, ბულგარეთსა და პორტუგალიასთან ერთად.
ტურნირის სტარტზე ჩვენი გოგონები ბელორუსებს დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 0:3 დამარცხდნენ.
ეკატერინე გორგოძემ ოლგა გოვორცოვასთან წააგო - 1:6, 3:6. სოფიო შაფათავამ მეორე სეტში კი სძლია ალექსანდრა სასნოვიჩს
წყვილებში სასნოვიჩმა და ბოლო მომენტში ვიქტორია აზარენკას ნაცვლად გუნდში მიწვეულმა 17 წლის ვერა ლაპკომ კალაშნიკოვას და შაფათავას აჯობეს - 6:3, 6:4.
ამავე ჯგუფში ბულგარეთმა პორტუგალია დაჯაბნა - 3:0 (ელისა კოსტოვა - მარია ჟოაო კოეხლერი 6:2, 6:1, ცვეტანა პირონკოვა - მიხაელა ლარჩერ დე ბრიტო 6:4, 7:5, დია ევტიმოვა, ვიქტორია ტომოვა - ლარჩერ დე ბრიტო, ბარბარა ლუზი 6:0, 6:3).
5 თებერვალს ითამაშებენ: საქართველო - პორტუგალია, ბელორუსი - ბულგარეთი.
B ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი - ლიხტენშტეინი 3:0, უკრაინა - თურქეთი 2:1.
5 თებერვალი
უკრაინა - ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი - თურქეთი.
A ჯგუფი
სერბეთი - ავსტრია 2:0.
5 თებერვალი
სერბეთი - უნგრეთი.
D ჯგუფი
ბელგია - ლატვია 3:0, ხორვატია - ისრაელი 3:0.
5 თებერვალი
ხორვატია - ლატვია, ბელგია - ისრაელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"