ენდი მარეიმ ქორწილი დანიშნა

AutoSharing Option
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ თავის შეყვარებულ კიმ სირსთან ქორწილის თარიღი დანიშნა.

ცერემონია 11 აპრილს სასტუმრო Cromlix House-ში გაიმართება, რომელიც ჩოგბურთელს ეკუთვნის. ეს სასტუმრო მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა 2013 წელს 1.8 მილიონ ფუნტად შეიძინა.

სასტუმროს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც იქ 15 ნომერია და რესტორანი. 2010 წელს სწორედ აქ გაიმართა ენდის უფროსი ძმის, ჯეიმის ქორწილი.

მარეი და სირსი 2014 წლის ნოემბერში დაინიშნენ, როცა ბრიტანელმა მეგობარს აჩუქა ბეჭედი, რომლის დიზაინი მან თავად აარჩია. მარეიმ კიმი 2005 წელს, აშშ-ის ღია პირველობის დროს გაიცნო.

წყვილი დახურული
ცერემონიის გამართვას აპირებს სტუმრების მინიმალური რაოდენობით და ჟურნალისტების გარეშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული