ფელისიანო ლოპესმა, მართალია, წააგო კიტოს ტურნირის ფინალი, მაგრამ მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მესამე მოთამაშე გახდა, ვისაც კარიერაში 7 ათასი ეისი დაუგროვდა. ვიქტორა ესტრელა-ბურგოსის წინააღმდეგ მსოფლიოს მე-14 ჩოგანმა 19 ეისი ჩააწოდა, მის მეტოქეს კი მხოლოდ სამი ასეთი ჩაწოდება ჰქონდა.
ATP-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მოქმედ მოთამაშეებს შორის ლოპესზე წინ არის ხორვატი ივო კარლოვიჩი (9150 ეისი) და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (8977).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"